Friday, July 1, 2011

წერილი ბოთლში



 
ფურცელი დავახვიე, შუშის ბოთლში ჩავდე, დავლუქე და პირდაპირ ზღვაში ვისროლე ნავიდან.
შინაარსი ძალიან მოკლე და მარტივი იყო:
გამარჯობა ბოთლის ბედნიერო მპოვნელო. არც ისე კარგი ამბავი მაქვს შენთვის - უსაქმური ხარ. ზღვაზე ხარ და მოტივტივე ბოთლების დევნის მეტი საქმე არ გაქვს? ამ ბოთლებში მნიშვნელოვან ინფორმაციას ვერ იპოვი. მართალია, ‘კაცი რომელიც იცინის’-ში ასეთი მოტივტივე ბოთლი ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ხნის, მაგრამ შენ ზღაპარში არ ცხოვრობ. საერთოდაც, როგორ გგონია, გემი რომ იძირება ან რამე მნიშვნელოვანი ხდება წერილების წერაზე და ბოთლების დალუქვაზე მეტი საქმე არ აქვთ იქ მყოფ ადამიანებს? მოკლედ, ეს არ არის მთავარი. იმის თქმა მინდა, რომ ზღვაზე ხარ და გაერთე რა. ცოტა გასართობია ზღვაზე? ყოველ შემთხვევაში, მოტივტივე ბოთლების დევნას ნებისმიერი გართობა ჯობია.
ისე, მეც კაი უსაქმური ვარ შენნაირ უსაქმურებს რომ ვწერ წერილებს. 

No comments:

Post a Comment