კონკურსის წესები


კონკურსი!!!

"წერილი ბოთლში" 

წარმოიდგინეთ, რომ ზღვის ნაპირზე სეირნობისას შემთხვევით იპოვეთ ცარიელი ბოთლი. რომელშიც წერილი იყო. დაწერეთ ის, რაც თქვენი აზრით ამ წერილში ეწერებოდა ან თქვენ თავად დაწერეთ ის წერილი, რომელსაც ბოთლში ჩადებდით და ზღვაში გაუშვებდით

გთხოვთ გაეცნოთ კონკურსის აუცილებელ პირობებს:

პოსტი უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ 500 სიტყვისგან, ტექსტი აკრიფეთ ვორდის ფაილში ქართული უნიკოდით

პოსტები არ უნდა იქნეს ადრე გამოყენებული და გამოქვეყნებული სხვა რომელიმე ბლოგზე, გაზეთში, ჟურნალში ან ინტერნეტ სივრცეში

მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, სქესის, ასაკის, კანის ფერის წარმოშობის და წარმომავლობის მიუხედავად ;-)

საკონკურსო პოსტების მიღება შეწყდება 1 ივლისს 00:00 საათზე.

ყველა ნამუშევარი აუცილებლად უნდა გამოიგზავნოს martini_info@yahoo.com-ზე, მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი, ბლოგის ლინკი (თუ არ გაქვთ არაუშავს) და ფსევდონიმი, თუ სურვილი გაქვთ პოსტი გამოქვეყნდეს ანონიმურად

ყველა პოსტი გამოქვეყნდება http://martini2011.blogspot.com/ 

ათი საუკეთესო ნამუშევრიდან რვას შეარჩევს ჟიური, ერთი გამოვლინდება LIKE-ების მიხედვით, ხოლო ერთს შეარჩევს კონკურსის ორგანიზატორი

ჟიური:

ნანა კვაჭაძე: ჟურნალისტი
ბექა ადამაშვილი: ჟურნალისტი, ბლოგერი
გიორგი კეკელიძე: პოეტი, ესეისტი, ელექტრონულ
ბიბლიოთეკა lib.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.

გამარჯვებულები გამოცხადდება 3 ივლისს 23:55-ზე

ათივე საუკეთესო პოსტის ავტორი 8 ივლისს გაემგზავრება კვარიათში სასტუმრო "მართინ"-ში 3 დღით (ორი ღამე) მგზავრობის და სასტუმროს ხარჯებს კონკურსის ორგანიზატორები აანაზღაურებენ (აუცილებელია საცურაო კოსტუმის და პირსახოცის წამოღება)

9 ივლისს კვარიaთში ჩატარდება კონკურსის მეორე ეტაპი, მეორე ეტაპის პირობებს ადგილზე შეიტყობთ, გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომლებსაც გადაეცემათ ფასიანი და სამახსოვრო პრიზები

მეორე ეტაპის პრიზები შეგიძლიათ თქვენ თვითონ შეარჩიოთ ჩვენს ფოტოგალერეაში სათაურით "პრიზები" პრიზების შერჩევა დასრულდება 3 ივლისს 00:00 კონკურსის პირველი ეტაპის გამარჯვებულების გამოცხადებისთანავე

და ბოლოს, ეს არ არის კონკურსის აუცილებელი პირობა, მაგრამ თუ თქვენი პროფილის ფოტოდ 1 დღით მაინც სასტუმროს ლოგოს დააყენებთ მადლობელი ვიქნებით

გისურვებთ წარმატებას