ავტორი: ევა
ბოლო დღე... სანაპიროს გავუყევი და ისე ხარბად ვისუნთქავდი კვარიათის ჰაერს,თითქოს ფილტვებში ვაკონსერვებდი, რომ მთელი წელი მისით მესუნთქა...… ღმერთო რა საოცრად მშვიდი იყო იმ დღეს ზღვა,როგორ მეალესრებოდა შოკოლადისფერ სხეულზე, მეც სიამოვნებისგან თვალებს ვნაბავდი და წყალზე ვლივლივებდი ,მზეც ზემოდან მეწვა გულზე... უცბად ტანზე რაგაც მომედო, რაგაც საგანმა წონასწორობა დამარღვევინა და უნებურად ჩავყურყუმელავდი..როგორც კი შევძელი თავი ამომეყო წყლიდან ის საგანი შევნიშნე, რამაც სიმყუდროვე დამირღვია. ეს მარტინის ბოთლი იყო! ჰმმმ!!! ვიღაც ჩაგრადუსებულს მოუსვრია წყალში, გავბრაზდი კიდეც. ურნის მეტი რა არის მეთქი,მაგრამ ბრაზმა მალევე გადამიარა როგორც კი მივხვდი რომ ეს უბრალო ბოთლი არ იყო, შიგნით გზავნილი იდო. სასწრაფოდ ამოვედი წყლიდან ბოთლთან ერთად და ნაპირზე მოვიკალათე. ბოთლი გავხსენი, ისე ვჩქარობდი ცნობისმოყვარეობისაგან, რომ ვერაფრით ამოვიღე ქაღალდი, მერე როგორც იქნა ჩემმა თმისამაგრმა მიშველა და ბოთლიდან გზავნილი გამოვაძვრინე!!! გავშალე, ჩემი თმიდან სულ წკაპა-წკუპით ეცემოდა წყლის წვეთები წერილზე..
გამარჯობა!! იცი მკითხველო?! დღეს მე ამ მარტინის ბოთლში ჩემ ოცბნებას ვდებ!! Oოცნებას რომელიც შეიძლება ამ ბოთლშივე აუხდენელი დარჩეს, მაგრამ ამავე დროს დიდი იმედით ვდებ!! რადგან ჩვენი ცხოვრება ხომ ერთი დიდი, ღვთის სასწაულია,ხოდა მეც ამ სასწაულის მჯერა!!
იცი?! მკითხველო, დღეს საქართველოს ვტოვებ!!!!! არ ვიცი რამდენი თვით, რამდენი წლით, ან იქნებ სამუდამოდ.. ჩემი დაავადება სასტიკი და უმართავია, ისეთი სასტიკი , რომ მაიძულა ჩემი მიწა დამეტოვებინა, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს.. მივდივარ და გული აქ მრჩება, ამ ზღვის პირას, ჩემ ქალაქში (ბათუმი)..მივდივარ მაგრამ მჯერა და მწამს, რომ ღმერთი არ გამწირავს. მჯერა, რომ ისევ დავადგავ ფეხს მარიამის მიწაზე, ისევ შევისუნთქავ ჩემი ქალაქის ჰაერს, ისევ გავშლი ფრთებს სანაპიროზე, თოლიასავით! ..და აი მერე, ისევ დავჯდებით აქ,ზღვის პირას მეგობრები, ისევ გამოვცლით მარტინის ბოთლს უკანასკნელ წვეთამდე. D..და მე ისევ დავწერ წერილს, მხოლოდ უსაზღვრო სიხარულის და ბედნიერების წერილს, გამარჯვების და არ დანებების წერილს,სიყვარულის და ღვთის დიდების წერილს. ჩავდებ ბოთლში და ღიმილით მოვისვრი ზღვაში…..
მაპატიე მკითხველო თუ უარყოფითი ემოციებით დაგმუხტე!!! მაგრამ ჩემი ტკივილი დღეს ვერავის გავუზიარე…. მაპატიე...
…დღეს ბოლო დღეა!!!! ღმერთო დამეხმარე, მომეცი ძალა რომ ეს დღე უკანასკნელი არ აღმოჩნდეს! ღმერთო მე ისევ მინდა აქ, ამ სანაპიროზე ბედნიერების წერილის დაწერა...
2004.წ 20 აგვისტო ელენე
ღმერთო.. წამომცდა მეც უნებურად, იმ წუთას მხოლოდ ერთი რამ მინდოდა, წყალში მეპოვნა მეორე მარტინის ბოთლი !!! 2010წ 10 აგვისტო
No comments:
Post a Comment