ავტორი: samuraisxmali
„ამის გაკეთება როგორ შეიძლება,
მოიქეცი როგორც წესია.“
ხალხი
ჩემი მანდ ყოფნის პერიოდში, მორალისტებმა ტვინი წამიღეს, ეს არ შეიძლება, ის არ შეიძლება, ფუჰ, ამის გაკეთება როგორ შეიძლება, იმის გაკეთება როგორ შეიძლება... თქვენი პრობლემა იცით რა არის? თქვენ საზოგადოებისთვის ცხოვრობთ და არა თქვენი საკუთარი თავისთვის, საზოგადოების დასანახად იცვამთ, დადიხართ სადმე, დებთ სურათებს, მუდმივად თამაშობთ, უჯერებთ პოლიტოკებს, უჯერებთ მღვდლებს, დადიხართ ეკლესიაში, დადიხართ მაღაზიებში და კიდევ ათასგან სწორედ საზოგადოებისთვის, საზოგადოებისთვის ცხოვრობთ თქვენ და არა თქვენი თავისთვის და გშურთ იმათი, ვინც საკუთარი თავისთვის ცხოვრობს და ცალ ფეხზე ჰკიდია, ე.წ. გავლენიანი პირების ნათქვამები, რომლებიც იმთავითვე იქითკენ არის მიმართული, რომ ხალხი მორჩილებაში იყოლიოს და მართოს. თქვენი პრობლემა ის არის, რომ თქვენ საზოგადოების უპრინციპო მონები ხართ, მონების ლაშქრის ერთი რიგითი წევრი, რომელიც ვერ იტანს განსხვავებულებს და თავისუფლებს, იმიტომ რომ შურს, შურს, რომ თვითონ ვერ ბედავს ამას, მაგრამ იმდენად მშიშარა და მდაბალია, რომ ამის აღიარებაც კი არ შეუძლია, საკუთარ თავთანაც კი არ შეუძლია, მართალი იყოს და საკუთარ თავსაც კი ვერ უტყდება ამაში. თქვენი პრობლემა კიდევ ის არის, რომ რასაც გეტყვიან იმას უჯერებთ და არა საკუთარ სურვილებს და განცდებს, სხვების აზრებს უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებთ და უფრო წინ აყენებთ ვიდრე მთელ თქვენს აზრებსა და შქგრძნებებს და შესაბამისად, თქვენსას ყველაფერს უმორჩილებთ სხვის ნააზრევს. კიდევ ის არის თქვენი პრობლემა, რომ სხვების ცხოვრებაში ცხვირს ყოფთ და მიგაჩნიათ, რომ ეს ნორმალურია და საჭირო, რომ სხვების ცხოვრება თქვენი განხილვის აუცილებელი საგანია და რომ თქვენ ვალდებული ხართ, მათი ცხოვრებაც თქვენი ცხოვრების მსგავსად მოაწყოთ და ამისთვის იყენებთ ათას ბინძურ საშუალებას, რომელიც თქვენ წმინდა გგონიათ, რადგან მისი წარმომდგენი გგონიათ წმინდა. თქვენ ხართ ის ჭანჭიკები, რომლებიც მონების მუდმივ ბაზარს აცოცხლებენ და ახალი ეგზემპლარებით ავსებენ, გრცხვენოდეთ! თქვენი პრობლემა ისაა, რომ არ შეგიძლიათ, ადამიანები ისეთები მიიღოთ, როგორებიც არიან და არ ეცადოთ მათ გადაკეთებას ერთ რიგით მონად, არ შეგიძლიათ შური დაიოკოთ და არ შეგიძლიათ მათი ღირსება აღიაროთ, რაც არ უნდა ღირსეულები იყვნენ ისინი.
ფუ თქვენს კაცობას...
გახდი გარიყული, იყავი ის რაც ხარ, მოუსმინე შენს გულს და გონებას, ავარჯიშე ისინი...
და იბრძოლე მომავლისთვის და არა მონობისთვის!
No comments:
Post a Comment