ავტორი: nikka
რამდენ ანარეკლს აირეკლავს
წვეთები ზღვაში,
როცა ბანაობ...
შეხებები ივსება ქვიშით
და საათიდან იწყებს ჩამოცლას შენი ხელები.
რამდენ ანარეკლს აისახავს შენი სხეული
როცა ერთად ვართ.
მე თვალებში ვკითხულობ წიგნებს,
ვიცი სადაც ხარ,
როგორ ცეკვავ,
რომელ ჩიტს გავხარ.
პატიებისა და სინანულის
უკანასკნელ გზაჯვარედინზე
ბოლო ნაბიჯი შენი იქნება -
მარჯვენა ხელს დამადებ წელზე,
და უნაკლოდ,
ქვიშის გარეშე
ამირეკლავ
ზედაპირიდან.
წვეთები ზღვაში,
როცა ბანაობ...
შეხებები ივსება ქვიშით
და საათიდან იწყებს ჩამოცლას შენი ხელები.
რამდენ ანარეკლს აისახავს შენი სხეული
როცა ერთად ვართ.
მე თვალებში ვკითხულობ წიგნებს,
ვიცი სადაც ხარ,
როგორ ცეკვავ,
რომელ ჩიტს გავხარ.
პატიებისა და სინანულის
უკანასკნელ გზაჯვარედინზე
ბოლო ნაბიჯი შენი იქნება -
მარჯვენა ხელს დამადებ წელზე,
და უნაკლოდ,
ქვიშის გარეშე
ამირეკლავ
ზედაპირიდან.
No comments:
Post a Comment