Friday, July 1, 2011

წერილი ბოთლში

ავტორი: ულისე


2010. 3 აგვისტო.
ბოთლი ქვიშაში ეგო და ტალღები ატრიალებდნენ.
მივედი და ავიღე.
გაოცებული ვუყურებდი „ასე მალე?“ „შანსი არაა!“
ამ დროს პირდაღებული ლევანი მოიჭრა, ბოთლი გამომტაცა და აყვირდა „აი, ხო გეუბნებოდაი. ხედავ რა ინტუიცია მაქვს? არაფრის, რომ არ გჯერა!“
„ლევან, ეს არაფერს ნიშნავს“ ვუთხარი.
გახსენი და წაიკითხე..
დავაპირე გახსნა, მაგრამ ბოლოს უბრალოდ ჩანთაში ჩავიდე.
ლევანს ვუმტკიცებდი, აჯობებს საღამოს გავხსნათ-მეთქი, მაშინ, როცა ხელს არავინ შეგვიშლის და მშვიდად წავიკითხავთ-თქო. ლევანმა უკმაყოფილოდ გამომხედა, მერე მეგობრებს მოავლო თვალი, ჩვენ რომ გვიხმობდნენ ბარისკენ და ბოლოს დამეთანხმა კიდევაც.
იმ საღამოს მაგრად დავთვერით - ბოთლი არ გაგვიხსნია.

2010. 2 აგვისტო
        i.            რატომ?
      ii.            რატომ დავიბადე?
    iii.            ღმერთი არსებობს?
    iv.            რა მინდა ყველაზე მეტად?
      v.            რა არ მინდა?
    vi.            ვინ გამანაწილა ამ ქვეყანაში?
  vii.            რა არის სიკვდილის მერე?
viii.            სანამ დავიბადებით, სად ვართ?
     ix.            „იმას“ მოვწონვარ?
       x.            ვარსკვლავის მოწყვეტისას ჩაფიქრებული სურვილები მართლა ხდება/
     xi.            .....
   xii.            ......
 xiii.            .......
(....+უსასრულობა)
„ასე აღარ შემიძლია, უამრავი კითხვა მაქვს, მინდა, რომ რაღაც მაინც მესმოდეს“ ვამბობ.
„ნიშნებს ელოდე, მე ნიშნების მჯერა..“ მპასუხობს ლევანი.
„როდის? დავიღალე“ ვეუბნები.
„ცოტაც მოითმინე, იქნებ ღმერთმა წერილიც კი მოგწეროს“ იცინის ლევანი „და მეილზე გამოგიზავნოს“
„ღმერთო გამომიგზავნე წერილი! გთხოვ!“

2010. 4 აგვისტო.

„ცოცხალი ხარ?“ მაღვიძებს ლევანი.
„კი...წუხელ ძალიან დავთვერით“ ვდგები იატაკიდან.
ოთახში ათამდე ადამიანს ძინავს, ყველა ჩაცმულია.
„წერილი..“ ამბობს ლევანი.
ვიღბთ ჩანთას და აივანზე გავდივართ.
საცობს ვაძრობთ ბოთლს დადაგრეხილ წერილს ვითღებთ.
ფურცელი იმდენად დანესტილია, რომ თითქმის არაფერი იკითხება, მხოლოდ პატარა ფრაგმენტი.
„...having a really good time. Sharon is so exited.
                                                                             Aaron & Moses
                                                                                           2000, August, Turkey.          
P.s. hope, someday someone will find this letter. “
ნიშნები არ არსებობს, კითხვებზე პასუხი კი თავად უნდა ვიპოვო.

2010. 7 აგვისტო (ახლა)

ახლა ამ წერილს ვწერ.
ახლა ვახვევ.
ახლა ბოთლში ვდებ.
ახლა წყალში ვუშვებ.
 (წეღან შენ იპოვე)
ახლა კითხულობ.

1 comment: