ავტორი: ნინო ფურცელაძე
როგორ მიყვარს ზღვის ნაპირზე ფეხშიშველი სერინობა. ერთხელაც ასე მივსეირნობდით. მხოლოდ ჩვენ ორნი. მე და ჩემი ფიქრები. ასეთი ჩვევა მაქვს, როცა ვსეირნობ, ყოველთვის ძირს ვიყურები. ქვიშაში გამჭვირვალე ბოთლი შევამჩნიე. იმ წამსვე შევწყვიტე ფიქრი და ბოთლის ასაღებად დავიხარე. უამრავი აზრი მომივიდა თავში. „სხვისი წერილის წაკითხვა ხომ უზრდელობაა?“-ვფიქრობდი მე-„მაგრამ რადგან ვიღაცამ ეს წერილი ბოთლში ჩადო, ადრესატი ხომ წერილის მპოვნელი გამოდის?“. ამ ფიქრებში გართულმა ვერც კი შევამჩნიე, თუ როგორ დავაგდე ბოთლი ძირს და წერილი ხელში დავიკავე. არ ვიცი რატომ, მაგრამ გული ამიჩქარდა. ვჩქარობდი ბოთლის გახსნას, მაგრამ თან მეშინოდა გახსნის. ბოლოს , როგორც იქნა, გავხსენი...
„ძვირფასო ადრესატო!
გწერ შორიდან, მაგრამ არც ისე შორიდან, რომ ჩემი პოვნა შეუძლებელი იყოს. თუმცა, რადგან 3 წლის განმავლობაში ვერავინ მიპოვა, ალბათ რთულია ჩემი პოვნა. მე თვითონაც არ ვიცი სად ვარ... აქ ბევრი ხეა და მუდმივად მზე ანათებს. გვიან ღამდება და ადრე თენდება... აქ სულ ზაფხულია.
მე დაღუპული გემის ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი ვარ. ერთადერთი გადარჩენილი წევრი. ზუსტად არ ვიცი, რომელი საათია ან რომელი დღე, მაგრამ ვიცი, რომ დაახლოებით 3 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემი გემი დაიღუპა.
მარტოობის 3 წელიწადი ძალიან ნელა გავიდა... თავიდან ძალიან მენატრებოდა ცივილიზებული სამყარო, მეორე წელს ისე ძალიან აღარ, ახლა კი შევეჩვიე აქ ყოფნას და ვფიქრობ, რომ აქ ბევრად უკეთესია... აქ ხომ არ ხდება მკვლელობა, ქურდობა და სხვა მსგავსი დანაშაული... აქ ცხოვრება ბევრად უფრო ბედნიერი მგონია...
თუ ამ წერილს კითხულობ, მაშინ ერთი თხოვნა მაქვს, გთხოვ, არ მომძებნო... იმიტომ, რომ...“
და აქ წერილი წყდება. როგორც ჩანს ამ კაცმა საცობი ვერ დააფარა კარგად ბოთლს, რადგან ბოლო წინადადება წაშლილია. მთელი დღე ამ წერილზე ვფიქრობდი... ნეტა, რატომ არ უნდოდა კაცს, რომ ცივილიზებულ სამყაროს დაბრუნებოდა?!

No comments:
Post a Comment