ავტორი: ნიცა სიფრა
-სულელო შენი კარებთან დატოვებული ბარათი მამამ ნახა და წაიკითხა.
-მერე რა გითხრა?
-ტალანტი ყოფილაო.
-ნახე რა მოგიტანე! ესეც აჩვენე და იტყვის კარგი გემოვნება ჰქონიაო.
ბიჭმა თითებით გოგოს ხელი მოძებნა და ძალიან ლამაზი ნიჟარა დაუტოვა ხელის გულზე.
-ზღვამ გამორიყა,მოგწონს?
-ძალიან.
-გინდა ზღვა გაჩუქო?
მაშინ მთელი სამყარო შენთვის მიბოძებია...მერე ჩაიქროლეს წლებმა,ბავშვური სიყვარული გიჟურმა ვნებამ შეცვალა.თურმე მართლა შეიძლება გიყვარდეს გონების დაბინდებამდე,სუნთქვის შეკვრამდე...მათ ერთმანეთი ასე უყვარდათ...მერე რაღაც მოხდა და...
***
ერთ დროს,ერთ ზღვაზე,ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობდა ტალანტი.ტალანტი ძალიან დიდი იყო,იმდენად დიდი რომ ქალაქში გამოსვლა უძნელდებოდა ხოლმე.მისი ზოგს ეშინოდა,ზოგი კი პირიქით გახარებულები მისი გამოჩენით გვერდით მიყვებოდნენ და ზეიმობდნენ და იყო ერთი ამბავი იმ დღეს იმ ქალაქში.
სახლში ვერ ჩერდებოდა,ეპატარავებოდა,სულ უნდოდა რომ სადღაც წასულიყო მარტოდმარტო ან სულაც პირიქით ხალხთან ერთად,ოღონდ ისე რომ ხალხს არ შეენიშნა.
ერთ დღესაც ტალანტი დილით ადრე გამოვიდა სახლიდან,თავის ქალაქში სეირნობდა,მაგრამ ხალხი უკვე ვეღარ ამჩნევდა მას,ყველას თავისი საქმით გატენილი თავები დაჰქონდა ერთი პუნქტიდან მეორეში განუწყვეტლად.
ისინი ძალიან ჩვეულებრივები იყვნენ,არაფერს საინტერესოს არ აკეთებდნენ,მთელი დღე რაღაც უაზრო საგნებს ეძებდნენ,არ მოეწონა ისინი ტალანტს და ტირილი დაიწყო.
მერე ტალანტს შერცხვა ცრემლების და გაიქცა,გაიქცა ჩქარა რომ სადღაც დამალულიყო და უცებ დაინახა ზღვა...
ზღვა ბობოქარი,მღელვარე,ცოცხალი არსება შემოქმედისა და შეჩერდა ტალანტი,უყურებდა თუ როგორ ეფერებოდა ზღვა თავის საყვარელ დედამიწას თავისი დიდი ხელებით,როგორ ჩუმად უყვებოდა თავის თავგადასავლებს და ტალანტი უცბად უარესად ატირდა,წამოვიდა წვიმად,ზღვას გადაეფარა,დიდი ძალიან დიდი ტალანტი და შეერწყა მას.
***
-ადამიანო,მე მას ვიცნობდი,ვიცოდი თუ რა გადახდა და რამხელა სიყვარულის ნიჭი გააჩნდა.ჩვენი გაცნობა ხელში რომ ბოთლი გიკავია,ტალანტის საყვარელი სასმელის აწ უკვე ჩვენს მიერ დაგემოვნებული მარტინის დამსახურებაა,რომ არა მარტინი,იმ ღამეს ვერ ვეზიარებოდი ჭეშმარიტებას.ახლა კი როცა მეც ვტოვებ დედამიწას,არ მსურს მხოლოდ მე ვიცოდე ტალანტის შესახებ და შენ,რჩეულს ვისთანაც ბოთლი მივიდა გთხოვ,შეიყვარე ისე როგორც მას უყვარდა,ისე როგორც ახლა მე მიყვარს ზღვა ბობოქარი და მღელვარე,ცოცხალი არსება შემოქმედისა და სრულიად გულწრფელი ემოციებში.მინდა გიყვარდეს,მინდა ბედნიერი იყო და შენი ბედნიერების შორიდან შემყურე მეც ბედნიერი ვიყო.
მერე მოგვიგონე ხოლმე,მოდი ზღვასთან,შეეხე მის დიდ ხელებს შენი პატარა ხელებით,გულში ჩაიხუტე და უთხარი:ბედნიერი ვარ,რადგან მაქვს ტალანტი იმისა რომ შევძლო გეზიარო შენ, მთელ სამყაროს...
No comments:
Post a Comment