ავტორი: ტუხა კვინიკაძე
გუშინ ნაპირზე ქვიშით სავსე ბოთლი გამოირიყა, რომლშიც გულმოდგინეთ დახვეულ, გაყვითლებულ ფურცელს ძლივს მოუჩანდა თავი. მორიგი ხუმრობა მეგონა მეკობრეების დაკარგულ განძსა და მასთან მისაყვან რუკაზე. თუმცა, ცნობისმოყვარეობამ მაინც მძლია და გავხსენი.
“ შენს ჩამოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე, მამას სამსახურის გამო გადმოვსახლდით ამ გადაკარგულ პროვინციაში. მეთევზეების ქალაქიაო. მამას თევზაობა არ უყვარდა, არც ახლა უყვარს.
მაშინ, როცა მშობლებმა განმიცხადეს, რომ ძმა მყავდა და შენი თავი წარმიდგინეს, მეგონა, რომ ისინი ვერასოდეს შეგიყვარებდნენ ჩემნაირად და შემეცოდე.

გახსოვს? ძილის წინ დედა ყოველთვის შემოდიოდა საბნის გასასწორებლად. მერე მუჭში შოკოლადს და რამდენიმე კამფეტს მიტენიდა. მე კი მათ საბნის ქვეშ ჩუმად ვაცლიდი ხოლმე ქაღალდს, შენ რომ არ გაგეგო და არ გწყენოდა.
მაშინ სათევზაოდ იმიტომ არ წამოგყევი, რომ ბავშვობიდან მეშინოდა წყლის. ახლაც მეშინია, ახლა უფრო..
ირე, აქ ყველას ჰგონია, რომ შენ ცაში წახვედი და აღარ დაბრუნდები. შეიძლება არც, ვეღარც დაბრუნდე, მაგრამ მჯერა, რომ რომელიღაც ნაპირზე ზიხარ, მუხლებამდე აკეცილი შარვლით, ქვიშა გაყრია ფეხებზე და ჰორიზონტს გაჰყურებ.
გუშინ შენს საწოლში მეძინა და ბალიშის ქვეშ კამფეტების ქაღალდები ვიპოვე.

ახლა ამ წერილს ზღვას ვატან. ამბობენ, რომ იგივე შტორმი მეორდება, რომელიც შენი წასვლის დროს მოხდა... იქნებ ამ ბოთლმაც, მოაღწიოს შენამდე.
მენატრები, ირე.”
წერილი ოთხად გადავკეცე და შარვლის უკანა ჯიბეში ჩავიდე. ჩვენს სოფელში ცხოვრობდა ბებერი ირე. უთვისტომოაო, ამბობდნენ უხუცესები.დიდი ხნის წინ მოსულა და დასახლებულა ზღვის ნაპირას, მიტოვებულ, პატარა ქოხში.
სულ რამდენიმე კვირის წინ მოკვდა ჩვენი ირე.

No comments:
Post a Comment