ავტორი: გოდო
მე, უკანასკნელი არსება, ვინც სტიქიურ უბედურებას ჯერჯერობით ხელიდან ვუძვრები, ბოთლში ვდებ ახალგაზრდობისას დაწერილ წერილს და დროის ოკეანეში ვუშვებ. თუ ის წარშულში მოხვდება, ეცადეთ პირად ჰიგიენას მიხედოთ, რომ ჩემმა დროითმა განზომილებამ სახე იცვალოს და კაცობრიობა ოფლის წარღვნის სტომაქში არ აღმოჩნდეს.
ცხელი დღე იყო. სამარშუტო ტაქსში ავედი თუ არა, რადგან ბოლო მგზავრი ვიყავი, მაშინვე დაიძრა. ჩემი ყურადღება ორმა ფეხმძიმე ქალმა მიიპყრო. ის-ის იყო გრძნობითი ორგანოები უნდა გამთიშვოდნენ, არ გამეგონა უკვე საკმაოდ შეხურებული ქალაქური მუსიკის ხმა, ვიღაცების ხმაურიანი საუბარი, რამდენად სჯობს პოზიცია ოპოზიციას და პირიქით. ცხადად ვგრძნობდი, როგორ დავკარგე რეალობის შეგრძნება, იმასაც ვგრძნობდი რომ უკვე მოსალოდნელი იყო ჩემში მკვდარშობილი „გულგვამით ქართველი“ მკვდრეთით აღმდგარიყო და მეფიქრა, რომ დემოგრაფიული პრობლემა ნელ-ნელა გვარდება, ოჯახები ეკონომიურად ძლიერდებიან, მალე ყველაფერი კარგად იქნება და ა.შ. სამადლობელი ტექსტიც მოვამზადე პატრიარქისთვის, ვიფიქრე მობილურით სოციალურ ქსელში შევალ და პატრიარქს „კედელზე“ დავუდებ-თქო, თითქოს ანუსში სასიამოვნო ღიტინიც ვიგრძენი. ვცდილობდი, დამერწმუნეთ მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ მთლიანად ჟრჟოლას ავეტანე და თმები ყალყზე დამდგომოდა. დამიდგა კიდეც!
საქმე იმაშია, რომ ცხვირი მომძვრა. ჰო, ასე, უბრალოდ მომძვრა. სასოწარკვეთილი ხმით მომაძახა: ჩემდათავად მანდ გამჩერებელის დედა ვატირე-ო და ფანჯრიდან გადახტა.მე რა თქმა უნდა არაეთიკურობა მოვიმიზეზე და ეს შემთხვევა არ შევიმჩნიე. აბა, როგორი იქნებოდა, წამოვმდგარიყავი და მეთქვა, ამხანაგებო, ჩვენ გვაქვს პატივი ოფლის სუნთან ერთნად მგზავრობის. შეხედეთ მას, შეგიძლიათ ჩაისუნთქოთ, ენა აუსვათ, გალოკოთ, ხელით შეეხოთ, კიდურებზე ნალურსმნები შეუმოწმოთ.
ეს თემა არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. ჩატარდა სოციოლოგიური კვლევები, მოეწყო აქციები, მოამზადეს სიუჟეტები, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება. ჩვენ არც პირში ძახილი გვშველის და არც თითის თვალში ჩათხრა, ეს ასეა და გაითვალისწინეო.
(რა შუაშია და თვალში თითის, ან ნებისმიერი წვეტიანი საგნის გაყრა სიზმრის სიმბოლიკაში ორალური სექსის სიმბოლოა, უფრო სწორად სექსის სურვილის, ოღონდ აგრესიულ ხასიათსა ატარებს, ასე ვთქვათ: პირში მიცემა.)
როგორც ანგელოზები მკარნახობენ, პრობლემის მიზეზი მხოლოდ სიზარმაცე არაა. ისინი იმასაც ამბობენ, რომ შევცდი, როცა ვიფიქრე ოჯახები ეკონომიურად მოძლიერდნენ თქო. ხო, ზოგს ეზარება დაბანა, ზოგს სულაც ფეხზე ჰკიდია ჰიგიენა, მაგრამ ამათ გარდა ხომ არსებობს სხვა ნიუანსებიც? თუ გავითვალისწინებთ კომუნალურ გადასახადებს, თან როცა ოჯახში რამდენიმე წევრია, ბანაობა შეიძლება ძვირ და იშვიათ სიამოვნებად ჩაითვალოს. ამას უკვე ემატება დასუფთავების ფულიც. თუმცა რა თქმა უნდა ეს მიზეზი მათ არ ამართლებს, ვინც კვირაში ერთხელ ბანაობს.
იმას ვამბობდი, რომ სამარშუტო ტაქსში ოფლის სუნი პრეზიდენტის სასახლესავით იყო წამოჭიმული. ის მოძრაობდა ნელა, იმდენად ნელა ვერც კი მივხვდი როდის შეუერთდა ვიღაც ნასვამი მამაკაცის ამოსუნთქვებს. მოწევა მსურდა, მაგრამ არ შეიძლებოდა. აქ მხოლოდ მძღოლს აქვს მოწევის უფლება! ვფიქრობდი ჩემს ნონკონფორმისტ ჯვარცმულ ცხვირზე და წყვდიადში ჩვენი დიალოგები მახსენდებოდა. რისი სუნი დგას ახალგაზრდა მძღოლების სახლში, ან რატომ დაატარებენ მკვდრებს ტრანსპორტით ცარიელ სიზმრებში?
როგორც ირკვევა, ეკესიასაც სურნელოვანია. ყოველ კვირას საკმევლის და ოფლის სუნი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლისთვის სანგრებიდან გამოდიან. ალბათ შეამჩნევდით, რომ ზაფხულის დღეებში გამარჯვებული მუდამ ეს უკანასკნელი ხდება, რაც დიდ პრობლემებს ქმნის.
ყველას გვინახავს ადამიანები, რომლებიც ათასი სულელური მიზეზით ამართლებენ საკუთარ არაეკლესიურობას. ამის შემდეგ მათ ეცოდინებათ ერთ-ერთი ჭეშმარიტი არგუმენტი კამათში გამარჯვებისთვის.
--რატომ არ დავდივართ ეკლესიაში? რას ამბობთ, იქ ხომ ოფლის სუნის დგას?!
თუმცა არასებობს გამონაკლისებიც, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. კომფორტის მოყვარულებს გირჩევთ, თუ ქობულეთში მოხვდებით და ლოცვა მოგწყურდებათ, რუსთაველის ქუჩაზე პატარა ეკლესიაში შეიაროთ. ოღონდ დილით ცოტა ადრე მიდით, კონდეციონერთან დადგომის მსურველი საყდარში მუდამ ბევრია.
აქედან დასკვნა: არსაებობს უსუნო ეკლესიებიც.
აქედან დასკვნა: არსაებობს უსუნო ეკლესიებიც.
აქედან მეორე დასკვნა: ამხანაგო, თუ გსურს უსუნო, (ამ) ეკლესიაში მიდი.
მოხდა ის რაც უნდა მომხდარიყო. ქალაქური მუსიკა უფრო და უფრო აგუგუნდა ყურებში.მოიმატა რეალობის შეგრძნებამ. პოზიცია ხან ოპოზიცის სჯობდა, ხან კი პირიქით. არანაირი ეროტიკა, არც ჟრჟოლა, მითუმეტეს ღიტინი, თქვენი არ ვიცი და მე არ მიგრძვნია. ვიჯექი და ხელებზე მკვდარი სურვილი მესვენა, იმისა რომ ჩემში რაღაც სათნოს გაიღვიძებოდა. მძულდა ეს სამარშუტო ტაქსი, მძულდა დანარჩენი სამყაროც. ვიჯექი და წარმოსახვაში პარალელურად და განწყვეტლივ (ფეხმძიმეების გარდა) თითოეულ მგზავრს ვაუპატიურებდი, განურჩევლად სქესისა და სოციალური სტატუსის, ვკბენდი და ვკაწრავდი მათ. ვცდილობდი (დამრწმუნეთ მაქსიუამლუად ვცდილობდი), რომ იმაზე მეტად მეტკინა, ვიდრე მათ მატკინეს გული. გამომივიდა კიდეც!
წლებია თემა აქტუალობას ამაყად ინარჩუნებს, რაც ავტორებისთვის, რომლებიც ყოფით მოვლენებზე მუშაობენ, ასე თუ ისე საინტერესო უნდა იყოს. უფრო სწორად, კარგი ავტორი ცოტა ხნით „გაერთობოდა“ ასეთი ტიპის შინაარსზე მუშაობით. ასეც არის.
გიტოვებთ ამ თემაზე გაკეთებულ ლექსს და ღვთაებრივ სურვილს, რომ თქვენც ჩემსავით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში იქნებით, ეკლესიაში, თუ სხვაგან, ეს ტექსტი არ შემოგიჩნდეთ, განსაკუთრებით კი ბოლო სტროფი, მაგრამ ვეჭვობ რომ ის კიდევ დიდი ხნით იმოქმედებს ჩვენს ფსიქიკაზე!
გიტოვებთ ამ თემაზე გაკეთებულ ლექსს და ღვთაებრივ სურვილს, რომ თქვენც ჩემსავით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში იქნებით, ეკლესიაში, თუ სხვაგან, ეს ტექსტი არ შემოგიჩნდეთ, განსაკუთრებით კი ბოლო სტროფი, მაგრამ ვეჭვობ რომ ის კიდევ დიდი ხნით იმოქმედებს ჩვენს ფსიქიკაზე!
გაზაფხული-ზაფხული
ჯიბლიბო წამწამებს ამოხევს
ტკივილი ემთხევა მზერას
ჰორმონთა მეჩხერი ამბოხი
გამხმარ ზედაპირებს სერავს
მოწამლულ ჰაერზე ელამი
ფანჯრები იცვლიან ტყავებს
იხრჩობა სიჩუმე ყელამდე
ხმაურში. ღრუბლები რწყავენ
პირის ღრუს შესაძლო წვიმებით.
პირის ღრუ არასდროს შრება
კბილებო განიცდით შვებას
რაკი შიგ ცხოვრება ინებეთ
ფორები აივსო წვეთებით
წვეთებო ღარისკენ გასწით
არ მოიძებნება აწი
პერანგი რომელშიც ვეტევი
მყრალი სივრცეების მოწილე
ნოემბერს ვიხსენებ ყოველ
ღრუბლის დანახვაზე. მოწვიმე!
მოწვიმე როდესაც გთხოვენ!
ყარს ბაზარშია თუ ოფისში
იღლიებია თუ გავა
ერთმანეთს გავუცვლით ოფლის სუნს
როცა ავტობუსში ავალთ.
(გიორგი ხასაია)
პ.ს. --მე რამდენჯერ ვბანაობ კვირაში?
პ.ს. --მე რამდენჯერ ვბანაობ კვირაში?
აღარც კი მახსოვს ბოლოს როდის მივიღე შხაპი.
No comments:
Post a Comment