Friday, July 1, 2011

ახალგაზრდა მეზღვაურის წერილი



ავტორი: ჰექსე

"ეს იმდროინდელი ამბავია, როცა კოლხეთის მიწაზე პირველმა ბერძენმა დადგა
                                                 ფეხი და მორიდებით ითხოვა თავშესაფარი"
                                                                                             ო.ჭილაძე
     “ გამწირეს ღმერთებმა? თუმცა კითხვის ნიშანი რა საჭიროა? ნამდვილად განწირული ვყავარ უკვდავთ. აბა რა ჩემი საქმე იყო ზღვაზე წოწიალი  და რაღაც შორეული ქვეყნის ძიება ეშმაკმაც რომ არ იცის მართლა არსებობს თუ არა ასეთი ქვეყანა. სახელიც კი აღარ მახსოვს მისი სრულად. რა ოქროს საწმისი, რის ვერძი, ამ ქვეყნდა მართლაც  რომ არსებობდეს რამე ეგეთი მე ვინ გამომატანს მაინც?! საგულდაგულოდ ექნება დამალული  იმ მეფეს ერთერთi საკაბელო ტელევიზიის სახელი რომ ჰქვიაჰო გამახსენდა აიეტი, აიეტი hქვია მეფეს, ქვეყნის სახელი კი არადა არ მაგონდება, როგორც ჩანს ათინამ დამიბინდა გონი.

       ეჰ პელიასს,  შენი ბრალია ყველაფერი რა დროს ვერძი იყო ამ პაპანაქება სიცხეში აქაოდა ფრიქსეს სული გიხმობსო, რომელი ნათელმხილველი მე ვიყავი, ან სულთა დამაწყნარებელი? ვაჰმე  შვილებო,  თქვენ მომიკვდით მე,  იდიოტ მამას, ვგდებულიყავი ისევ იმ  ჩემს იოლკოსში  რა მრჯიდა, ვინ მექაჩებოდამოვინდომე მეც ახლა ტახტი. ვინ მომაშავებს?
         წადი ახლა და იწოწიალე ჯერ  ჰეფესტოს ხარები  შეაბი უღელში, მერე მიწა მოხანი (რომელი მთესველმხვნელი მე მნახეს?) მერე  გველეშაპის კბილები დათესე, მერე მეომრები დახოცე და .. ეს მერე კოლხეთში.  მანამდე? მანამდე სიმპლეგატებს შორის გაიარერანაირად გეუბნება ვინმე? მაფრთხილებდა მუდამ ქირონი სადაც არ არის შენი ადგილი ნუ  ძვრებიიო იქ, ვუსმინე? არადა მარტო ეს რომ იყოს? ახლა სტიმფალიდებსაც ხომ უნდა ვაჯობო ჭკუით და ბებრიკთა მეფე ამიკოსს ჩავულეწო ის ბებერი ძვლები რატომ დამიშავა რამე? არც არაფერი.
           ჩემი ეკიპაჟის წევრებს აღარ იკითხავთ? 45, 50, 60 ან სულაც 90 არგონავტი, მათ რიცხვზე დღემდე თავპირს ალეწავენ ერთმანეთს ისტორიკოსები. არგონაvტები დიდებული სიტყვაა ლუდის სახელს მაგონებს რომელიღაცას (დალევდა ახლა კაცი ერთ კათხა ზღვასავით აქაფებულ ლუდს) , მაგრამ თავად ხალხი დიდი ვერაფერი ერთი ბრინჯივით დაბნეული ჯგუფია, რომელიც დღედაღამ  ერთსა და იმავეს მეკითხება რა გვინდაო იმ უცხო მხარეშიმე კი დამიკრეფია გულზე xელი და ვარ ასე დამუნჯებულითვითონაც არ ვიცი  სად და რატომ მივდივართ ის უცხო ხალხი ვინც არ უნდა იყოს, თუ იმდენი შეძლეს და ოქროს საწმისი ჩაიგდეს ხელში იმდენი ჭკუა კი ეყოფათ რომ პირველივე  ჩემნაირ ჩამოხეტებულ   უცხოელს არ გაატანონ. დიდი სტუმართმოყვარენი კი ყოფილან. ამბობენ: მათთან ჩასულ სტუმარს მასპინძელი ისე გამოეგებება, თითქოს მთელი ცხოვრება მას ელოდაო პენელოპესავით., მაგრამ არც იქამდე ეყოფათ თავისი სტუმართმოყვარეობა ჩემნაირ ცალქამნიანს დაუთმონ ის რასაც აქამდე ელოლიავებ-ეფერებოდნენ.

აკი ვამბობდი, არ გამოვათქო ეგ ამბავი მაგრამ მე მისმინა ვინმემ? ასეთიაო ჰერას ნება.. და მაშინვე გამიფორმეს საზღავაო მივლინება, რატომ პოსეიდონი არ დააღებს პირს და ჰადესს არ ჩავხდებით მეც და ჩემი 45, 50, 60 თუ სულაც 90 არგონავტი, ზევსაც დავიწყებიათ ისინი. ქარონის ნავში უნდა ვირწეოდეთ ახლა ამ უზარმაზარ გემზე კი არა.

აქ ტექსტი რამდენიმე ადგილზე გადაშლილია....

მივდივართ, მივდივართ, მივდივართ ქალაქი აია კი მაინც არსად ჩანს, შესაძლოა საერთოდაც არ არსებობს ის. მოთმინების ფიალა მევსება, გემზე შემორჩენილი მარტინი კი წვეთებს ითვლის. არც საწმისი მინდა, მითუმეტეს რომ ვიცი მე არავინ დამითმობს მაინც, არც ფრიქსეს სული მანაღვლებს დიდად (სტიქსსდალეულს ნაკლებად უნდა ადარდებს აქაურობა.) და აღარც ის ქალწული მენაღვლება იმ შორეულ ქვეყანაში რომ მელოდება ვითომ (ჰერმესის თქმით, ნეტავ სათავისოდ იცოდეს რამე ამ ჰერმესმა?! ყვითელი პრესის ჟურნალისტივით ისე ამახინჯებს ზევსის ნებას, თავადაც ვერ ცნობს ხოლმე მერე) ერთს ვნატრობ  მხოლოდ –  მალე მივაღწევდე "მართინს" ალბათ იქ ბევრი მარტინი ექნებათ..

არა რა მაინც რა ჩემი საქმე იყო  ეს ვერძი და საწმისი.
მაგრამ მისმინა ვინმემ მე?
მიწისზედა მივლინების ბლანკი გაგვითავდა და საწარაფოდ ზღვის მივლინება გაუფორმეთო...

No comments:

Post a Comment