Friday, July 1, 2011

სალამი მარინი


ავტორი: ann rainbow 

როგორ ხარ? დიდი ხანი გავიდა რაც მამაჩემმა სხვა კუნძულთან გამგზავნა საცხოვრებლად. მაგიტომ ვერ მოგწერე აქამდე.
მშვიდობით ჩავცურე. თავიდან მოწყენილი ვიყავი. მერე სანაპიროზე ცურვისას ერთი ბიჭი დავინახე. ძაღლს ასეირნებდა. ხანდახან როცა ახლოს ვცურავ, თვალს ვადევბენ. იცი, რა სიმპატიურია? ერიკი ჰქვია. მგონი ერთხელ იმანაც შემამჩნია. ვიმალები.
მამაჩემმა რომ გაიგოს გაგიჟდება და იმ ჩემთვის მოჩენილ დებილ ტრიტონებს სულ დაასამკაპებს.
ან ეს წერილი რომ ჩაუვარდეს ხელში... არა, არა, წარმოდგენაც არ მინდა...
იცოდე, წყლის ზედაპირზე წაიკითხე და ეგრევე დახიე. ბოთლი კი.. გაუშვი, იტივტივოს :)
შენკენ რა ხდება? ნემო როგორაა?
პასუხი იგივე კუს გამოატანე.

შენი არიელი.

P.S. ადამიანები საჭმელს სავარცხლით ჭამენ. ძალიან გამიკვირდა. რა საძაგლობაა, წარმოიდგინე.

No comments:

Post a Comment