Friday, July 1, 2011

წერილი ბოთლში

ავტორი: ქეთუსი


როგორ მიყვარს ზღვაზე დასვენება!ყოველთვის რაღაც სულმოუთქმელად ველოდები საზღვაო სეზონს, რომ ზღვაზე წამიყვანონ მშობლებმა.უჩვეულოდ მიზიდავდა და მაჯადოებდა ყოველთვის.ადრე არ ვიცოდი რატომ ახლა კი ვიცი მიზეზი!
ეს ორი წლის წინ მოხდა...  და ჩემი ცხოვრება სულმთლად შეიცვალა!
შარსანწინ დედიკომ ისევ ზღვაზე N ქალაქში წამიყვანა,იმ წელსაც გაჭრა ჩემმა თხოვნამ.არადა მარტო ერთი მეცობარი მყავდა იქ.ყოველ ზაფხულს ვნახულობდი და ძალიან შეგვიყვარდა ერთმანეთი.იმ წელსაც ჩვეულებრივად საღამოს სანაპიროზე ვსეირნობდით,კარგ ხასიათზე ვიყავი და ნაპირთან მივიყვანე და წუწაობა დავიწყეთ.სიცილში და მხიარულებაში ვერც კი შევანჩნიე,როგორ მომიახლოვდა უცნაური ფორმის ბოთლი.ამ საგანმა ძალიან დამაინტერესა და ამოვიღე ზვიდან.რაღაც მუქი ფერის შუშის იყო და ფორმაც რაღაც ძველებური ქონდა.ინტერესით ვათვალიერებდი და აღმოვაჩინე,რომ შიგ იყო ნესტიანი წერილი ,ალაგ ალაგ გადღაბნილი ასოებით,მას სიძველე ეტყობოდა და შინაარსმა კი შეგვძრა.

”მიჭირს ამ წერილის დაწერა,არც ვიცი რა დავწერო,და არც ის ვიცი ამ წერილს როდის ნახავ.მე მარტო ის ვიცი, რომ აუცილებლად შენ იქნები ის, ვინც ამ ბოთლს ზღვიდან ამოიღებს და ამ წერილს ნახავს!შენ მას აუცილებლად ნახავ,სხვანაირად არ შეიძლება—ღმერთი საბოლოოდ არ გამწირავს!

10 წელია მუხლმოდრეკილი ვლოცულობ,10 წელია შენს გამოჩენას ველოდები,10 წელია ყოველ ღამე სიზმარში გხედავ,10 წელია უშენობით ვიტანჯები.

Aარ ვიცი რამ შთამაგონა ამ წერილის დაწერა…

ალბათ უფალი კიდევ ერთ შანსს მაძლევვს!შანსს იმისა, რომ გიპოვო და გულში ჩაგიკრა.

ბოლომდე არ გვქონდა ჩაკითხული წერილი,რომ გონებაში ადრე ნანახი სურათები ამოგვიტივტივდა! მეც და ჩემს მეგობარს გაგვახსენდა ერთი უცნაური შავებში ჩაცმული  ქალი ,რომელიც ყოველ წელს გვხვდებოდა სანაპიროზე და მუდამ მდუმარედ იჯდა ერთ ამოჩემებულ ადგილას.რამდენჯერ გაგვივლია მის გვერდით,როცა ძველი ეკლესიის ეზოში სათამაშოდ გავდიოდით! მეზობელმა ბავშვებმა ამბავიც მოგვიყვეს, რომ თურმე ეს ქალი წლების წინ ავარიაში მოყოლილა ქმართან ერთად,თვითონ ორსულად ყოფილა,ქმარი დაღუპვია,თვითონ სამი თვე კომაში ყოფილა,ბავშვმა მხოლოდ რამოდენიმე დრეს იცოცხლაო .არავინ ელოდა ქალის გამოჯანმრთელებას,მაგრამ მას მერე მან მოსვენება დაკარგა,ამტკიცებდა ჩემი შვილი ცოცხალია-ო და მას მერე შვილს ეძებსო.
წერილი დედას ვაჩვენე,მის რეაქციამ შემაშფოთა.ის უეცრად გაფითრდა, ხმა ამოურებლად იჯდა კარგა ხანი.მეორე  დილით,თვალი რომ გავახილე და ჩემი ლოგინის თავთან მდუმარედ მჯდარი რომ დავინახე,თითქოს გული შემეკუმშა, რაღაც მნიშვნელოვანის მოლოდინში, მან კი ნამტირალევი თვალები მომაპყრო და ჩუმად ამოთქვა ”დროა გაიგო სიმართლე,ჩაიცვი,ერთგან უნდა წავიდეთ”.
დიდხანს ძებნა არ დაგვჭირვებია, ეკლესიის ეზოში შესულებს დარაჯი გამოგველაპარაკა.გავიგეთ, რომ ნ.მ შარშან გარდაცვლილა,ცხოვრებაც იმ სანაპიროზე დალია,სადაც 14 წელი შვილს ელოდაო.მისი სახლის მისამართიც მიგვასწავლეს და ჩვენც იქით გავწიეთ.
სახლში სიძველის და დარდის სურნელი ტრიალებდა,მაგიდაზე დაგხვდა
დიდი ყუთია,რომელშიც სიძველისგან გაყვითლებული წერილები ეწყო.
ასე გავიგეთ, რომ ნ.მ გონზე რომ მოსულა, შვილი გაშვილებული დახვდა.გააშვილეს იმიტომ, რომ არავის ეგონა თუ თვითონ გადარჩებოდა, და რადგან არც მას და არც მის ქმარს ახლო ნათესავი არავინ ყავდა,ბავშვს კი მზრუნველობა ესაჭიროებოდა, შესაბამისმა სამსახურმა ბავშვი გააშვილა.გონს მოსული ნ.მ ყველანაირად ცდილობდა ბავშვის დაბრუნებას,მაგრამ მერე იმედი გადაეწურა.ერთადერთი რასაც აკეთებდა ლოცვა იყო,მერე კი გამოდიოდა ეკლესიიდან და მთელ დღეს სანაპიროზე იჯდა და რაღაცას ელოდაო.
ის მე მელოდა თურმე!
ახლა კი მე ვწერ წერილს,რომელშიც იქნება სამი სიტყვა ”ნუ დაკარგავ იმედს” ,წერილს ბოთლში ჩავდებ და ზღვაში მოვისვრი.მერე წავალ და დედაჩემის საფლავზე ყვავილებს მივიტან....

3 comments:

  1. ქეთუსი, რა გინდა უნდა ამატირო ახლა?!]
    მომეწონა

    ReplyDelete
  2. ძალიან საყვარელი პოსტია ! :*
    P.S. ისე ამ ბლოგის პატრონს სიტყვების ვერიფიკაცია რომ გაეთიშა კომენტარებისთვის უკეთესი იქნებოდა.

    ReplyDelete
  3. სერიალების და ფილმების გავლენა იგრძნობა :)

    ReplyDelete