Friday, July 1, 2011

წერილი ბოთლში



ვიცი ყოველთვის ოცნებობდი ბოთლში წერილი გეპოვნა  და იმ წერილით რაღაც „ისეთი“ გაგეგო, რასაც ვერ წიგნებით და მითუეტეს ვერც ფეისბუქით ვერ გაიგებდი...   როდესაც ამ წერილს ვწერდი დეჟა–ვუ მქონდა და ვხვდები რომ,  ამ წამს ის შენც  გაქვს,  როდესაც ამ წერილს  კითხულობ, რადგანაც შენც კარგად იცი, რომ ეს ყველაფერი უკვე იყო. უკვე იყო კონკურსი, რომელშიც კვარიათში დასვენება, მარტინი და მობილური უნდა მომეგო, თუმცა  ერთადერთი რაც საბოლოოდ ამ ყველაფერს მოყვა ჩვენი ვირტუალური განცნობა და ჩემთვის ბოთლითვე  უკან დაბრუნებული საპასუხო წერილი იყო, რომელიც  სხვამ  წაიკითხა.
p.s ერთი შეხედვით რა შუაშია, მაგრამ დარწმუნებული ვარ გაგიხარდება იმის ცოდნა, რომ ბაბუ, რომელიც რაც თავი მახსოვს, ჩემს ქუჩაზე  ბოთლებს აგროვებს ადრე ჩემი ქუჩის ფოსტალიონი იყო.

No comments:

Post a Comment