ავტორი: იოკოძუნა
კრედიტორებმა უკანასკნელი გროშიც რომ წამართვეს, ავდექი და დავგაზე. სად დავგაზავდი თუ არა ზღვაზე. მარნიდან ავიღე ასევე უკანასკნელი 2 ლიტრი ღვინო და ამოვიდე იღლიაში.
ცოტ–ცოტას ვწრუპავდი, გაგონილი მქონდა თუ გინდა რომ დათვრე პატარ–პატარა ყლუპებით უნდა სვაო, მე კიდევ დათრობა მინდოდა, აბა თავი ფხიზელზე ჩემმა მტერმა მოიკლა. ორი სადღეგრძელო მქონდა ამოჩემებული: სააღსრულებო ბიუროსა და ჩემი ცოლის დედების. ერთმა ვალები დამადებინა, მეორემ ეს ვალები ამოიღო, მოკლედ ორივეს თანაბარი წვლილი მიუძღვის ჩემს გაღატაკებაში. ეხლა უკვე შსს–ც მეძებს, როცა ბაბუაჩემის მიერ დატოვებული საგვარეულო ქამარ–ხანჯალი წაიღო აღმასრულებელმა, მანდ მიმტყუნა ნერვებმა და დასალევად მომარჯვებული არყის ბოთლი თავში ვუთავაზე ჩემ ცოლს, მაგიტომ ვარ გამოქცეული თორემ თქვენ რა გგონიათ ზღვა მიყვარს? ზღვა რომ მიყვარდეს ამ მივარდნილ და ნაგვიან პლიაჟზე არ მივიდოდი.
ღვინის ბოთლს გავხედე სავსე მთვარის შუქზე, უკანასკნელად წარმოვთქვი სააღსრულებო ბიუროს დედის სადღეგრძელო და ის ის იყო ზღვისკენ გაქცევა დავაპირე, ტალღებმა რაღაც უსაშველოდ დიდი გამორიყა. შემეშინდა. იქნებოდა ასე სიგრძეში 30 დან 40 მეტრამდე, დიდი ხანი ვათვალიერე, ბოლოს დავასკვენი, რომ ეს იყო გიგანტური ბოთლი.
წარწერა იმ ადგილას სადაც თავსახური უნდა ყოფილიყო: „თქვენი იმედები შესასვლელთან დატოვეთ.“ ნიუჟელი დანტეს ბოთლია ბლიად, გავიფიქრე და უიმედოდ შევაბიჯე გიგანტურ ბოთლში, გრძელი დერეფანი იყო, აქეთ–იქიდან ოთახები, დერეფანს გავუყევი და მე-13–ე ოთახში შევედი, ჩვეულებრივი სამუშო ოთახი დამხვდა, გამოვედი და შემდეგში შევედი. აი აქ უკვე სრულად გამოვშტერდი, ყველა იმ ნივთს, რომელიც გაიძვერა აღმასრულებლებმა ამახიეს ამ ოთახში მოეყარა თავი, ტოსტერიდან დაწყებული, არყის სახდელი ქვაბით დამთავრებული. გიჟივით მივვარდი და წამოღება დავაპირე, ზედ განცხადება იყო მიკრული შიგნით ეწერა:
აღმასრულებელ, ირაკლი წიკლაურის მიერ დაყადაღებულ ქონებაზე, რომელიც ეკუთვნოდა ქ. ლანჩხუთში, ზეინაბ თავართქილაძის #13–ში მცხოვრებ, გვადი ბიგვავას, საკუთრების უფლება გადაეცეს სახელმწიფოს, ხალხის დაჩმორების შესახებ კანონის პირველი მუხლის საფუძველზე. კრედიტორი ალიონა ივანიშვილი, დაბადებული ქ. პეტერბურგში დაკმაყოფილდეს ვალის 1/5 რომელსაც აუნაზღაურებს სახელმწიფო, განცხადების გამოქვეყნებიდან მეორედ მოსვლამდე, ხოლო აღმასრულებელი ირაკლი წიკლაური სამუშაოს უბადლო შესრულებისათვის წარდგენილ იქნას “ოქროს ბოთლის” პრემიაზე. მოვალე გვადი ბიგვავას მიესაჯოს უვადო პატიმრობა რომელიც უნდა მოიხადოს "ბუტირკის" იზოლატორში. დღეში 15 საათის განმავლობაში უსმინოს ჯგუფ "ბუტირკას", ხოლო დანარჩენი 9 საათის განმავლობაში ბეროს ბოთლები, შიგნით ჩააწყოს მსჯავრდებულების წერილები და ჩაყაროს კანალიზაციის მილში, რათა ყველა კონკურსანტმა, რომელიც სასტუმრო "მართინის" კონკურსში იღებს მონაწილეობას ეს ბოთლები იპოვოს, ხოლო მანამდე, დასუფთავების სამსახურს დაევალოს ზღვის გაწმენდა ყველა დანარჩენი ბოთლისაგან. პროექტის მიზანია, პატიმრებმა შეიქმნან ილუზიური სამყარო და მოწყდნენ რეალობას, რათა შემცირდეს ბუნტები და პატიმრებიც უფრო დამყოლები გახდნენ, თუ ეს პროექტი წარმატებით განხორციელდა, სახელმწიფოს უზენაესი კანონის “ხალხის დაჩმორების შესახებ” აღსრულება ერთი-ორად გაადვილდება, ამასთანავე, პროექტს სხვა კეთილი მიზნებიც ამოძრავებს, 9 პატიმრის წერილი ბედნიერებას და სიხარულს მოუტანს მათ მპოვნელს, გამარჯვებული წერილის ავტორებს შეუმსუბუქდებათ სასჯელი და ბუტირკას ნაცვლად მოუსმენენ ჯასტინ ბიბერს.
საქართველოს ბოთლთუხუცესი ტარას მინაშვილი.
ბათუმი, ხიმშიაშვილის ქუჩა.
უზენაესი ბოთლის ტაძარი.
30/06/2010 “
განცხადებას ბეჭედი ამშვენებდა, ზედ თვალებახვეული თემიდა იყო გამოსახული, რომელსაც ხელში მხოლოდ ხმალი ეჭირა.
jumber latarias nacvlad gvadi bigvava unda eweros da martinis nacvlad marTini, iqneb chaasworoT.
ReplyDeletepativiscemit iokodzuna