Friday, July 1, 2011

“ მარტო, ჩემ ფიქრებთან ერთად”


    ავტორი: ეკა ალთუნაშვილი                                  

      საკუთარ თავთან მარტო დავრჩი, ღამე ზღვაზე გავედი, სევდიანი და ამ ცხოვრებისგან დაჩაგრული, ვეძებდი, მინდოდა მეპოვა შვება. ამ ხალხიდან თუნდაც ერთიწუთით შორს  ვყოფილიყავი და სულიერი სიმშვიდე მეგრძნო, მენახა ისეთი ადგილი სადაც საკუთარ თავს ჩაუღრმავდებოდი და იქნებ ამომეხსნა ჩემს გარშემო მყოფთა ასეთი საქციელი. ჩემი შურთ? რატომ მე ხომ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ რომელსაც სიცოცხლე უხარია. ვეზიზღები? რატომ? მათთვის ხომ საყვარელი ხალხი არ დამიხოცია და არაფერი დამიშავებია! ზღვის ხმაურმა, გრილმა ნიავმა და სიწყნარემ ნამდვილად იმოქმედა, მინდოდა ჩემი დარდი ვინმესთვის გამეზირებინა მაგრამ ირგვლივ არავინ იყო, მაგრამ რომც ყოფილიყვნენ არაფერს ვეტყვოდი, გიჟად ჩამთვლიდნენ და დაცინვას დამიწყებდნენ. უბის ჯიბეში პატარა ფურცელი და კალამი მქონდა, სევდიან ხასიაძე ვიყავდი და გადავწყვიტე ჩემი დარდი ფურცელზე გადამეტანა და წერა დავიწყე:
        
გული მომიკლა ამ ხალხის უაზრო საქციელმა, შურმა, გამუდმებულმა დაცინვამ, თავს რომ გამეტებენ, თითქოს შენზე რამით მეტნი იყვნენ, უნაკლო ქვეყნად არავინ არ არის, მათ არ იციან რომ ადამიანს არ უნდა დასცინო, ისეთი არაფერი უნდა უთხრა რომ მიწასთან გაასწორო მისი სული. რამე რომ გეწყინოს და აგძნობინო გეტყვიან ხუმრობა არ იციო, არადა თვითონ არ იციან როგორ უნდა იხუმრონ. ხუმრობასა და დაცინვას შორის განსხვავებას ვერ პოულობენ. ადამიანს გარეგნული ნიშნებით განასხვავებენ და როგორი სული აქვს არ კითხულობენ, მათთვის ხომ მთავარია როგორ გამოიყურება ადამიანი, საკუთარი ავტომობილით დადის თუ მეტროთი მგზავრობს. შიძლება შენ ვინც ამ წერილს წაიკითხავ მათ რიცხვს მიეკუთვნებოდე და თუ მათნაირი ხარ მაშინ გირჩევ რომ შენს გულში ჩაიხედო, თავი ერთი წუთით ჩემნაირი ადამიანების ადგილას წარმოიდგინო, გაგიხარდება სხვისი ასე მოქცევა, ნაკლზე რომ მიგითითებენ საქვეყნოდ? წარმოიდგინე თუ როგორ განადგურდები მაგ დროს როდესაც ყველა შენ დაგიწყებს ირონიული სიცილით ყურებას. იმედი არ მაქ რომ ამ რჩევას გაითვალისწინებ, მაგრამ ეცადე მაინც, ცოდვებისგან გაწმინდე შენი სული და თუ შენ ჩემნაირი ადამიანი ხარ რომელიც ჩემნაირად განადგურებულია მათი საქციელით იცოდე, რომ  ოდესმე პასუხი მოეთხოვებათ ამ საქციელისთვის, ოდესმე ინანებენ  და როცა ეს მოხდება უკვე გვიანი იქნება!
        
ასე დავასრულე წერილის წერა, ცოტა გულზეც მომეშვა, იქვე ბოთლები  ეყარა, ისინიც მათივე დაყრილი იყო, მათ ბუნების  გაფრთხილებაც არ იციან. ავიღე ერთ-ერთი ბოთლი, ჩავდე შიგ წერილი, თავზე დავაფარე  და მთელი ძალით მოვისროლე ზღვაში. შეიძლება ვერავინ ვერ ნახოს ეს წერილი, მაგრამ მას მე ჩემი დარდი გავატანე და იმ დღიდან სხვანაირი ცხოვრება დავიწყე, მაგრამ არა ისეთი როგორსაც ისინი ეწეოდნენ, მე საკუთარ თავში დავრწმუნდი და აღარავის ვაძლევდი უფლებას ჩემთვის რამე ზედმეტ ეთქვათ.

No comments:

Post a Comment