Friday, July 1, 2011

წერილი ბოთლში

ავტორი: ვახო ჯაფარიძე (Psycho)



...აბა რომელი ქართველი ჩადებდა... ჯერ დაწერდა, შემდეგ ჩადებდა ბოთლში და მოისვრიდა უკიდეგანო ზღვაში?! „ის ხომ მაინც ჩალპება, ვერც ვერავინ იპოვის, დროის კარგვაა, მეტი არაფერი“


1861 წლის ზაფხული: დაწერას ძალიან ვჩქარობ, დედა სახლში არაა და დრო ვიხელთე. მიყვარს ეს დრო, მთელი დღე ვემზადები და ვფიქრობ ხოლმე როგორ მოგწერო, როგორი სიტყვები მოვიშველიო და კიდევ ერთხელ დაგიმტკიცო, რომმაგრამ რასაც ამ დროს ვგრძნობ მაინც იმას ვწერ. ვიცი, არასოდეს დამივიწყებ, ეს წერილები მუდამ გამახსენებს შენ თავს, ისევე, როგორც შენ. მახსოვს, ერთხელ მომწერე, შენ ამ წერილებმა შეგცვალეს და მათ გარეშე ვეღარ ვიცოცხლებ, რადგან სანამ ისინი არსებობენ, შენც ყოველთვის ჩემ გვერდით გგრძნობო.
1870 წლის გაზაფხული: მე ისევ მახსოვხარ და ძველებურადარასოდეს დაგივიწყებ. ყოველდღე ისევ ისე მენატრები, როგორც პირველი განშორებისას. ყველა ძალიან ნერვიულობს ჩემ გამო, ვერავინ შეგცვლის და ეს აღელვებთ. შენ ნუ იდარდებ, მთავარია ერთად ვართ, მერე რა, ამ წერილებს ხომ შენ წერ, ჩვენ ერთმანეთისთვის ვცოცხლობთ.
1879 წლის ზაფხული: გამარჯობა. გახსოვარ? ნუ გეღიმება, ვიცი, მაგრამ ისე, უბრალოდ გკითხე. იცი, ამბობენ შეიცვალეო, ნეტა შენ თუ მიცნობ?! მიცნობ, რა თქმა უნდა, ეს ხომ მე ვარ, შენი ცხოვრების თანამგზავრი. ცოტა უცნაური თანამგზავრი, მაგრამ არაუშავს. ხომ იცი, საინტერესო მრავალფეროვნებაა. რა დრო გავიდა
1850 წლის ზამთარი: მაპატიე, ამიერიდან ვეღარასოდეს მოგწერ! მე დავარღვიე ჩვენი პირობა! მოღალატე ვარ! დავმარცხდი! მე ვერ გავძელი, დავნებდი! მომერია, დამანარცხა და ვეღარ ვდგები! ხელებიც კი აღარ მემორჩილება!..
მაპატიე, ამ წერილით უნდა დამეწყო, ანუ დამესრულებინა

No comments:

Post a Comment