Friday, July 1, 2011

ქართველი მგზავრის წერილი




ახლა, როცა ამ წერილს ვწერ უამრავი ადამიანი სიკვდილს მოელის. მალე აღმოვჩნდებით წყალქვეშ, რადგან დიად კომუნისტებს ყველაფერთან ერთად გემიც გაუმართავიც ჰქონიათ. ბათუმის პორტიდან სოჭაში წაყვანას შეგვპირდნენ, მაგრამ პირობები მალე შეიცვალა. ჩათვალეს, რომ ჩვენნაირი ხალხი სიკვდილს ისედაც მიჩვეულია და მაშველებიც არ გამოგზავნეს, სიმბოლურად.
ჩვენი გემიადმირალი ნახიმოვისსახელს ატარებს. წარმოშობით გერმანულია  და როგორც, მტერს არავინ გააჩერებს სახლში, კომუნისტებმაც მისი გადაკეთება გადაწყვიტეს. ძველ სახელს ამოფარებულმა პიროვნებად, ადოლფ ჰიტლერმა კარგი არაფერი მოგვიტანა, მაგრამ ჩვენთვის, უბრალო ადამიანებისთვის, არც ყირიმის ომის გმირი აღმოჩნდა სასიკეთო. სიცოცხლე კი არ გაგვიხანგრძლივა, სიკვდილს ჩაგავხედა თვალებში.
წარმომიდგენია, ჩვენი სიკვდილის შემდეგ გავრცელებული ინფორმაცია, თუკი საერთოდ გავრცელდება რამე. „როგორ გავწირეთ თავი საბჭოთა ქვეყნისათვის“, „როგორ გვიმსხვერპლა უბედურმა შემთხვევამ“. სიმართლე როგორც მაშინ, არც ეხლა გამომჟღავნდება. მაგრამ საბჭოთა ხალხი ამას უკვე მიეჩვია.
ჩვენ ხომ ერთ დიდბოროტებაშივცხოვრობთ, რომელსაც კომუნიზმი ეწოდება და რომელზეც, მხოლოდ მაშინ ლაპარაკობენ როცა დასაკარგი არაფერი აქვთ. მეც, ყველაზე საშინელ წუთებში, ყველაზე თავისუფლად ვგრძნობ თავს, რადგან ცხოვრებაში პირველად ვამბობ იმას, რასაც მიკრძალავენ და იმას, რასაც სიმართლე ჰქვია. იქნებ ათი, ოცდაათი ან თუნდაც ორმოცი წლის მერე, ჩემს მიწამდე მიაღწიოს წერილმა, რომელიც მონობისას დაიწერა. იქნებ, ამ წერილს ადრესატი გამოუჩნდეს და თუნდაც ერთმა ადამიანმა გაიგოს, რა იყო, ის შავი ლაქა 13 ქვეყნის ისტორიაში?
ეს არის კომუნიზმის რეჟიმი. ადამიანის არსებობა, მხოლოდ იმისთვის რომ სტატისტიკად გამოიყენონ. არსებობა, რომელსაც ძნელია უწოდო ცხოვრება. არა-ადამიანობა, რომელსაც ადამიანობა ჰქვია.
ჩვენ, ქართველებს და არა მარტო,  გვაიძულებენ გვიყვარდეს ბელადი და ვეთაყვანოთ მას.
გვაიძულებენ, გვყავდეს ერთი ღმერთი (რადგან ერთღმერთიანობის გვწამს) და ეს ღმერთი იყოს სტალინი.
გვაიძულებენ, დავმალოთ ცუდი, ანუ ყველაფერი და გამოვაჩინოთ კარგი, თუკი ასეთი რამ გაგვაჩნია.
1986 წელს, ჩვენ შვილებს ვზრდით პიონებად და არა თავისუფალ ადამიანებად, მონებად და არა ქართველებად.
1986 წელს, იძირება გემი, რომელზეც ბევრი მგზავრია, მაგრამ არცერთი მათგანია თავისუფალი
და თუკი, ოდესმე, ქართველები იცხოვრებთ თავისუფლად, იცოდეთ, რომ ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა, რაც ადამიანს შეიძლება ჰქონდეს.
                                                                                                                21 ივლისი, 1986 წელი.
                                                                                                            ქართველი მგზავრი

* * *
წერილი სასწრაფოდ დავკეცე და ჯიბეში ჩავიდე. მივხვდი, რომ თვალებიდან ცრემლები მომდიოდა. პირველად ვიგრძენი, რომ თავისუფალი ვარ. გამიხარდა, რომ პირველ მაისს არ გავდივარ პარადზე, სადაც რადიაციული საფრთხეა. გამიხარდა, რომ შემიძლია ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ, მაგრამ გული დამწყდა, როცა გამახსენდა ჩემი მშობლები. მათ ხომ ჯერ კიდევ ენატრებათ საბჭოთა კავშირი...

No comments:

Post a Comment