ავტორი: თაკა
დასასრულის დასაწყისამდე მივცურე
და ახლა უკვე, ფარფლის შერხევისაც მეშინია.
ამოირეცხე, უჩემობა
უგემური მომწამლავი საკვებივით.
ამოირეცხე, ისე რომ
ლაქაც არ შეიტოვო
მეასე ხარისხოვანია,
სიცარიელე მაწვება ყელზე სათქმელად,
ყელზე კიარა ლაყუჩებზე.
რადგანაც ახლა თევზივით ვარ,
მუდამ მდუმარე.
მუდამ მდუმარე.
დასასრულის დასაწყისამდე მივცურე
და ახლა უკვე, ფარფლის შერხევისაც მეშინია.
ქვასავით დამძიმებული უშენო – მე,
ფსკერისაკენ, რომ არ დავეშვა.
ნუ დაემსგავსები მასას,
რომელსაც დესერტადაც არ ვეყოფი.
რომელიც ისე გამომხრავს,
ფხაც კი არ გადასცდებათ სასუნთქ მილში,
რომ ნარჩენებად მაინც
ამომახველონ.
გააჩერე, უჩემოდ მიმავალი შენი დრო.
დაამტვრიე, უჩემობაზე მოწიკწიკე ყველა საათი,
რომელიც გახსენებს რომ იქ, სადღაც,
მღვრიე მდინარეში თევზი დატოვე.
სათქმელისაგან ლაყუჩებშებერილი თევზი.
რომელიც ისე გამომხრავს,
ფხაც კი არ გადასცდებათ სასუნთქ მილში,
რომ ნარჩენებად მაინც
ამომახველონ.
გააჩერე, უჩემოდ მიმავალი შენი დრო.
დაამტვრიე, უჩემობაზე მოწიკწიკე ყველა საათი,
რომელიც გახსენებს რომ იქ, სადღაც,
მღვრიე მდინარეში თევზი დატოვე.
სათქმელისაგან ლაყუჩებშებერილი თევზი.
ამოირეცხე, უჩემობა
უგემური მომწამლავი საკვებივით.
ამოირეცხე, ისე რომ
ლაქაც არ შეიტოვო
სხეულის შიდა მტკაველებზე.
ამოირეცხე და წყალს გაატანე,
წყალს რომელიც ადრე თუ გვიან
აუცილებლად შეუერთდება მდინარეს
და სათქმელს როცა ზღვამდე მოიტანს,
ამოირეცხე და წყალს გაატანე,
წყალს რომელიც ადრე თუ გვიან
აუცილებლად შეუერთდება მდინარეს
და სათქმელს როცა ზღვამდე მოიტანს,
ტალღების მრისხანე სიჯიუტით,
ეცდება დამაჯეროს წყალში დანთქმული
მოგონებების გარდა აღარფერი დავრჩენილვარ.
მეასე ხარისხოვანია,
ასი სახეობის თევზებიდან ერთ–ერთი.
მით უფრო დარდისაგან შეჭმული
და უმოქმედობისგან
მით უფრო დარდისაგან შეჭმული
და უმოქმედობისგან
არსებობის უნარ დაქვეითებული.
მეასე ხარისხოვანია,
მეასე ხარისხოვანია,
თევზისაგან მეთევზის სიყვარული.
როცა წყალში გადაგდებულ კაუჭს
ათასობით თევზი ზედ ახტება
და მას კი, ღრმად სწამს,
როცა წყალში გადაგდებულ კაუჭს
ათასობით თევზი ზედ ახტება
და მას კი, ღრმად სწამს,
რომ ადრე თუ გვიან
მაინცდამაინც მის წინ
მაინცდამაინც მის წინ
დაეშვება
მეთევზის კაუჭი.
მეასე ხარისხოვანია ყველა სიტყვა:
ნათქვამიც,დაწერილიც და ნაფიქრიც.
მეასე ხარისხოვანია:
ნათქვამიც,დაწერილიც და ნაფიქრიც.
მეასე ხარისხოვანია:
მოგონებებიც და სიზმრებიც. –
როცა, მდორე წყალივით,
მხოლოდ უძრაობისკენ მოგიწოდებენ და
ადრე თუ გვიან, ზუსტად იცი,
მხოლოდ ჭაობი თუ დადგება მისგან.
ადრე თუ გვიან, ზუსტად იცი,
მხოლოდ ჭაობი თუ დადგება მისგან.
carmatebebi taka
ReplyDeleteწარმატებები :–*
ReplyDelete