ავტორი: სალომე ბარკერი
ამ წერილს თუ კითხულობ, ესე იგი ცოცხალი ხარ, რაც ძალიან მიხარია. ახლა კვარიათში ვარ, საკმაოდ ბევრი დავლიე, ჰოდა მერე ასეთი იდეა მომივიდა, ავიღე ეს უკვე გამოწრუპული მარტინის ბოთლი, გიწერ წერილს და ვდებ შიგნით. იმედი მაქვს ისევ შენ იპოვი და ეს საღამოც სასიამოვნოდ გაგახსენდება. მოდი დავიწყებ თორემ ისეთი მთვრალი ვარ, უკვე ასოებს ძლივს ვარჩევ.
არ ვიცი რა დროა ახლა შენთან, მაგრამ მოდი ვივარაუდოთ რომ 2020 წელია. შენ ოცდარამდენიღაცა წლის ხარ. სამიანით რომ იწყება აი მაგ “ოცდა”-ს ვგულისხმობ.
50 კილოს გადასცდი თუ კიდევ ვერა? ლონდონში იყავი? უნივერსიტეტი დაამთავრე? მარტო ცხოვრობ/დი? ჭიპი გაიხვრიტე? 2012 ბლეფი აღმოჩნდა? ბავშვი ხომ არ გაგიჩენია? მოწევას ხომ არ დაანებე თავი? Facebook კიდევ არსებობს თუ დავიჯერო Google+მა ჩაძირა? ტვიტერი საქართველოში ისევ არაპოპულარულია? ბოგ და თიბისი ბანკები ისევ ხოცავენ ერთმანეთს ლაიქების გამო? მიშა მაგარია? “ჩემი გჯერა” ხომ არ გამოჩენილა, ამჯერად ბიბისიზე? უნივერსალურ კაცს პოზა ხომ არ შეუცვლია? ბათუმი გახდა შავიზღვისპირეთის ულამაზესი ქალაქი ბოლოსდაბოლოს? პარლამენტი გადაიტანეს ქუთაისში? 2014-ში ვინ მოიგო თასი? მარიხუანას ლეგალიზაცია მოხდა? კვარიათი ისევ “სვეცკ” კურორტად ითვლება? ქართული ჟურნალისტიკა აყვავდა? ისევ ფასადური დემოკრატია გვაქვს თუ რამე სხვა მმართველობის ფორმაზე გადავეწყეთ? დაკარგულ ტერიტორიებთან როგორ ვართ? ეკონომიკა ავაშენეთ თუ ჩამოგვეშალა? ჯულიეტა ვაშაყმაძე ისევ ისე გამოიყურება ჰო? ახალწლობები ისევ ტარდება? ხალხი ისევ რუსთაველზე სეირნობს თუ სადმე სხვაგან გადაინაცვლეს? ქართული “ალტერნატივშიკებიც” ავსებენ სტადიონებს თუ მხოლოდ უცნობი ახერხებს? კომუნალური საგადასახადო სისტემა ისევ უნიკალური გვაქვს? ქვეყანაში ისევ იუმორინას ზეიმია? რელიგია ისევ ფანატიზმშია გადაჭრილი? განათლების სისტემას ეშველა? კურსი ისევ მკაცრად გვაქვს აღებული ნატოსკენ, თუ გავცდით და რამე უკეთესში შევედით? აპკის აღდგენის ოპერაციების რაოდენობის მხრივ ისევ ვიხევთ მსოფლიოს? ქართველები ძირითადად მაღლები, ქერები და ცისფერთვალებები ვართ თუ დაბლები, ქერები და შავწარბიანები? მინიმუმ ერთი არჩევნები მაინც ჩავატარეთ დანიშნულ დროს? ტაქსისტებს ისევ არ აქვთ ხუთლარიანის ხურდა? ქეცბაია წმინდანად შერაცხეს თუ ღმერთად? ხალხი ისევ ასფალტს ჭამს? ბოლოსდაბოლოს გაირკვა, რომ ყველაზე ნიჭიერი და ჭკვიანი ერი ვართ თუ ჯერ ისევ თვითდარწმუნების რეჟიმში ვართ?
აი ეს იყო რაც მინდოდა მეკითხა. მოკითხვა ჩემგან მომავლის მეს.
მანქი, 2011 წელი.

ძალიან, ძალიან მომეწონაა :)) წარმატებებიიი :)
ReplyDeleteმადლობა :)
ReplyDeleteკარგია!
ReplyDeleteმეც მაინტერესებს ყველა კითხვაზე პასუხი ;-) კარგია
ReplyDeleteსგ სგ ადმინ :დ <3
ReplyDeleteმანქი, ძაან მომეწონა ))))))
ReplyDeleteპ,ს, იქნებ name/url მხარდაჭერა გაააქტიურებინო