Friday, July 1, 2011

big brother is watching me


ამერიკის მუცელში მოწყენილობაა
კომპიუტერული მოთმინება და სიმყუდროვე
ბედნიერება საფრთხეა წამის, სანამ მოგინელებენ
მერე კი დალევ კოკაკოლას და გიხარია..“
ირაკლი ჩარკვიანი
------------------------------------------------------------------------------------------------------
იმედგაცრუებული ზღვის პირას ვიდექი, ჩემს ფეხებს ქურდივით ეპარებოდა ნავთობგარეული ძალითწყალი, თავს უკანასკნელ იდიოტად ვგრძნობდი მთელს მსოფლიოში, განუხორციელებელ ადამიანად წოდებული, ზიზღით ვუყურებდი ზღვას და ვფიქრობდი როგორ გამეყიდა მამაჩემის ნაჩუქარი მანქანა რომელიც სხვათაშორის ბანქოში მოიგო, თავს იმით ვიმშვიდებდი რომ არსებობდნენ დედამიწაზე ჩემზე უფრო იდიოტი ადამიანები, ვინც თავს ბედნიერეად ჩათვლიდნენ რომ შესაძლებლობა მიეცათ ეყიდათ ჩემი ჯართი... არ არსებობს რამ რაც არ იყიდება: ჩემი მანქანა. მახინჯი სამკაული, შენ, მე... კიდევ ერთხელ მომეპარა შეურაწყოფილი ზღვა.. ცოტა ხანში მივხდი რომ არა მხოლოდ ზღვა... ჩემს ფეხებთან გაშავებული , მონელებული ბოთლი ეგდო, მზეზე საოცრად ბზინავდა, დაახლოებით ისევე როგორც მალიბუელი ლამაზმანების ხელოვნურად გარუჯული ფეხები, ზიზღით ავიღე ბოთლი, შევათვალიერე რაიმე ღირებულებას ხო არ წარმოადგენსთქო, მაგრამ ამ აზრზე მეთვითონ გამეცინა და ნაგვის თავიდან მოცილება გადავწყვიტე, ბოთლში ფურცელმა გაიშხრიალა, ოპტიმისტურად განწყობილი სულელი არ ვიყავი , არც ის მინდოდა ლატარეაში მოგებულ იმ ინგლისელ ტაქსისტს დავმსგავსებოდი, ზოლიანი ზედა რომ აცვია და დედამისთან ცხოვრობს.. და ამიტომ მეგონა რომ ბოთლში კიდევ ერთი უიმედოდ შეყვარებული, სენტიმენტალურად მოაზროვნე იდიოტის წერილი დამხვდებოდა მაგრამ შევცდი....
ბოთლს სახურავი რომ მოვხსენი ინსტიქტურად ამოვატრიალე და წავიკითხე: „თქვენ მოიგეთ კიდევ ერთი წერილიანი ბოთლი.. პრიზის მისაღებად მობრძანდით....“ და გვერდზე გადავდე.. ბოთლში ზღვისგან ნაწამები გრაგნილი იდო, გავხსენი და.. და სიცილი, გკვირვებადა დუმილი ერთდროულად დამატყდა თავს. თუმცა მე ხომ იმთავითვე მიზიდავდა უცნაურობები.. ჰოდა არ დავიბენი..
კროსვორდი არც ისე დიდი, მაგრამ საინტერესო ჩანდა. დავიწყე შევსება და გულის სიღრმეში მაინც მოგებაზე ფიქრი მღრღნიდა..
 თარაზულად 3:  შუქი ჩააქრეთ X– წერს.. 6 ასო. გადავთვალე და ჩაჯდა : . .
მერე მარჯვენა ქვედა კუთხეში ზანგი კაცის სურათი იყო.. თვალები დაფარული ჰქონდა.. არ გამჭირვებია.. მისი თვალები მანამდეც არასდროს მენახა.. 7 ასო.. ..
შვეულად 8: წყალი ისე გაძვირდა ერთმანეთს X- ვასხვავთ.. 5 ასო, ბოლო .. ბევრი ვიფიქრე და ბოლოს ისევ ზე შევჩერდი..
ბოლოს ასეთი კითხვა შემხვდა: ადამიანი რომელიც მიგდებულ ბოთლს იპოვის , ხელში აიღებს და ოპტიმისტურად მომღიმარი წაიკითხავს მასში ნაპოვნ წერილს, 6 ასო 3 , მეოთხე . არც ამაზე დამჭირვებია ბევრი ფიქრი –– ––– ყველაზე შესაფერისი სიტყვაა ჩემნაირი ადამიანთათვის, მაპატიეთ მაგრამ ეს ასეა...თვითკმაყოფილივით დავუწყე კროსვორდს ყურება..
ამ ყველაფრის შემდეგ შევამჩნიე წინა ბოთლში რომ კროსვორდი იყო აი იმის პასუხები.. ჯერ დავფიქრდი, თითქოს კიდევ ერთხელ დავუდასტურე თავს რომ ყველაფრის კითხვა აუცილებლად ბოლოდან უნდა დაიწყო და მერე მივხვდი რომ მაინც არ გამომადგებოდა ადრეც რომ მენახა და რაღაცნაირად გამიხარდასავით.. რომც არ მაპატიოთ ის მაინც ისეა..
ბოლოს ამ აწ უკვე შევსებული კროსვორდის ფურცელზე. წერილს მივაწერე, რომ იყიდება ახალი , ბედისწერით მოგებული შესანიშნავი მანქანა, სწრაფი, კომფორტული, მოკლედ ისეთი სიზმარშიც რო არ დაგესიზმრება,  სხვა ამდაგვარი სისულელე ბევრი დავწერე, მეთვითონ ვტყუვდებოდი ჩემივე ტყულით, მაგრამ მსიამოვნებდა იმის გაცნობიერება რომ ამ საქციელით თითქოს ყველა გავაცურე ჩემი ბიძაშვილი ელი, ყბაგამოწეული კარისმეზობელი რომლის სახელიც არ მახსოვს და შენც!
P.S.  ვინც ამ ბოთლს იპოვნის და მოგებულს მიაკითხავს:. თუ მართლა რამე მოვიგე დღეს და ვერ გავიგე გამაგებინეთ.. ტელ: 898-75-7-------- თუ ოცდარაღაც ივნისს ან იმის მერე კითხულობთ ამ წერილს 8–იანის 5–იანით შეცვლა არ დაგავიწყდეთ.

თვითკმაყოფილი გავინაბე და გამოვემშვიდობე ბოთლს.. : )))

1 comment:

  1. am postis dacerashi didi wvlili miudzgvis levan kakauridzes da ani lagvilavas.

    avtori:)

    ReplyDelete