Thursday, June 30, 2011

"წერილი ბოთლში"


                       -ნამდვილად ვიღაც მეკაიფება რაა- ჩაილაპარაკა ნიკამ და კიდევ ერთხელ გადაიკითხა ინგლისურ ენაზე დაწერილი წერილი. „თუ ამ წერილს კითხულობ 2012 წლის 23 აგვისტოს დღის 12 საათზე მიდი ამ მისამართზე: თურქეთი, სტამბული, ნიშთაში, ოსმან ქესქინის  და ქოჩაელის ქუჩების გადაკვეთაზე ტელეფონის ჯიხურთან იდგება მოხუცი მათხოვარი  ქალი,მიხვალ მასთან და ეტყვი: allahu akbar.მას მე დავუბარე რომ თუ მე ვერ მივედი მივა ვინმე სხვა და ამ სიტყვებს ეტყვის.ის მოგცემს გასაღებს,ეს სახურავის გასაღებია, წახვალ ამავე ქალაქის უბანში-ქადიქიუში ალი ილმაზის ქუჩაზე 5 ნომერში,4 სადარბაზოში ბოლომდე გააღებ გასაღებით კლიტეს, ახვალ სახურავზე და ვენტილაციის მილში ძაფით იქნება ჩაკიდებული პატარა ნაჭრის ტომარა რომელშიც დევს 211 ცალი ბრილიანტი. ალაჰის ნებით ბრილიანტების მეოთხედით ორი მეჩეთი ააგე. მეოთხედი მათხოვრებს დაურიგე და ერთი ცალი ბრილიანტი იმ ქალს მიეცი რომელიც გასაღებს მოგცემს.ნახევარი კი ალაჰმა მოგახმაროს.მალე მე ცოცხალი აღარ ვიქნები. 25 აპრილი 2011 წელი.“    ნიკა საგონებელში ჩავარდა ვინ უნდა გახუმრებოდა როცა წერილი ბოთლში იყო ჩადებული და ზღვაში მოტივტივე დაიჭირა ნიკამ როდესაც მან სარფთან ახლოს პატარა ყურეში ცურავდა.ბოთლიც არ ჰგავდა სახუმაროდ გამოყენებულს, ხავსი მოსდებოდა და ბოთლის ხის თავსახურიც კარგად იყო შეჭმული ზღვის მარილისაგან.აშკარად დიდი ხნის გადაგდებული ჩანდა ზღვაში. -ვააჰ არადა 2012 წლის 23 აგვისტო ზეგაა,მართლა ხომ არ წავსულიყავი? იქნებ ნაღდი წერილია,თუ ტყული იქნება და ტანსაცმელს მაინც ვიყიდი სტამბულში- ფიქრობდა ნიკა და ისევ წერილს ათვალიერებდა. ბევრი აღარ უფიქრია იმ ღამესვე გაჰყვა სტამბულის ავტობუსს.გზაში ჩუმად იჯდა და ბრილიანტებიან ტომარაზე ფიქრობდა.ცოტა  ხნით ჩაეძინა და ბრილიანტებით სავსე ტომარა დაესიზმრა.სტამბულში რომ ჩავიდა გვიანი ღამე იყო.სადგურში ტაქსიში ჩაჯდა და მძღოლს მისამართი უთხრა: ნიშთაშ, ოსმან ქესქინ. მძღოლი მიუხვდა ნიკას და მანქანა დაძრა. ნიკამ ოსმან ქესქინის ქუჩაზე ერთ ჭუჭყიან სასტუმროში პატარა ჭუჭყიანი ნომერი იქირავა და დილის გათენებას დაელოდა.დილას სასტუმროდან გამოვიდა გამვლელს ქოჩაელის ქუჩა ჰკითხა.გამვლელმა მიასწავლა და ზუსტად თორმეტს ხუთი წუთი აკლდა როცა ქუჩების გადაკვეთასთან მივიდა. ტელეფონის ჯიხური მოძებნა და გული აუფრთხიალდა- ჯიხურთან მართლა იდგა მოხუცი ქალი. ნიკა ქალისაკენ დაიძრა მაგრამ უცებ გაჩერდა. ქალთან ვიღაც შავგვრემანი კაცი მივიდა და დაელაპარაკა. ქალმა რაღაც მისცა და კაცმა ფული ჩაუგდო ალუმინის ჭიქაში.როცა კაცი წავიდა ნიკა ისევ დაიძრა ქალისაკენ და ისევ გაჩერდა.ამჯერად ვიღაც შლაპიანი მსუქანი ქალი მივიდა ქალთან შავი მზის სათვალით,შორტებით და ზურგჩანთით.ისევ იგივე განმეორდა- მათხოვარმა რაღაც მისცა, ქალმა ფული ჩაუგდო ჭიქაში და წავიდა.უკვე მოთმინება ელეოდა ნიკას და გაემართა კიდეც მოხუცისაკენ მაგრამ ვიღაც ქერა ბიჭმა დაასწრო. ქალს რარაც უთხრა ქალმა რაღაც მისცა,ბიჭმა ფული ჩაუგდო ჭიქაში და წავიდა.ნიკას ნერვებმა უმტყუნა და სირბილით მიიჭრა მათხოვართან.-ალლაჰ აკბარ-უთხრა ნიკამ. ქალმა ჭუჭყიანი ჯიბიდან გასაღები ამოიღო და ნიკას მისცა.ნიკამ ჯიბე მოიქექა ათდოლარიანი ამოიღო და ჭიქაში ჩაუგდო,შემდეგ სირბილით გადმოკვეთა ქუჩა ისევ ტაქსი გააჩერა და მისამართი უთხრა: ქადიქიუ,ალი ილმაზ,ბეშ. ტაქსი დაიძრა.სანამ მისამართზე მივიდოდნენ ნიკას ნერვები დაწყვეტაზე ჰქონდა,გული სწრაფად უფეთქავდა, და სისხლი საფეთქლებში ურახუნებდა.ბოლოსდაბოლოს მიაღწიეს ალი ილმაზის ქუჩაზე.ნიკა ტაქსიდან გადმოხტა,მძღოლს ოცდოლარიანი დაუგდო სავარძელზე და სირბილით შევარდა მე-4 სადარბაზოში. გიჟივით აირბინა ცხრა სართული, კლიტე გასაღებით გააღო და სახურავზე ავარდა.მარჯვნივ გაიხედა და სახურავზე ამოშვერილი სავენტილაციო მილი დაინახა.რაღაც ხმაური მოესმა.მარცხნივ გაიხედა და შავტუხა კაცი,შლაპიანი ქალი და ქერა ბიჭი მორბოდნენ მილისაკენ. ოთხივე თითქმის ერთდროულად მივიდნენ მილთან, შეჩერდნენ,ერთმანეთს თვალებში შეხედეს და უხმოდ გაუგეს და დაეთანხმნენ ერთმანეთს.ნიკამ მილში ხელი ჩაყო და ძაფზე დაკიდებული ტომარა ამოიღო. ტომარა გახსნა და შიგ ოთხი ცალი ერთი ზომის ბრილიანტის თვალი და  წერილი დახვდა. წერილი ოთხ ენაზე იყო დაწერილი: ინგლისურად,არაბულად,რუსულად და ქართულად.“თუ თქვენ ამ წერილს კითხულობთ ესე იგი ალაჰის ნება აღსრულდა,მე ამ დროისთვის ცოცხალი აღარ ვიქნები. სიყვარული უმთავრესი ყოვილა ამ ქვეყანაზე. გადაეხვიეთ ერთმანეთს და გიყვარდეთ ერთმანეთი ადამიანებო. ოსამა ბინ ლადენი“



1 comment: