Thursday, June 30, 2011

„წერილი ბოთლში“


ზღვა,თოლიები. რა სილამაზეა. ტალღები თითქოს ეჯიბრებიან ერთმანეთს სიჩქარეში. რა სიამოვნებაა ქვიშაზე ჯდომა და იმის ყურება თუ როგორ ღელავს ზღვა.          ერთ მშვენიერ დღეს ასე ჩვეულებრივად ისევ ვიჯექი ზღვის ქვიშიან ნაპირზე.მაგრამ  რა არის ეს? ტალღებს ნაპირისკენ რაღაცა ნივთი მოაქვს. ! ეს ხომ  შუშის ბოთლია? მაგრამ მემგონი შიგნით რაღაცა დევს. წერილი ყოფილა! ეტყობა ეს ბოთლი დიდი  ხანია დაცურავს ზღვაში. ალბათ ის რომელიღაცა მოგზაურმა შორეულ ნაპირზე მოსაღწევად გამოაგზავნა.საინტერესოა, რა წერია ამ წერილში! ვხსნი ბოთლს და  ვკითხულობ. წერილის ავტორი ადამიანებს აცნობს შორეულ ქვეყნებს.რა ბევრი ღირსშესანიშნაობაა დედამიწაზე! რამდენი კეთილი და ავი ადამიანი ცხოვრობს ამ ქვეყნებში.აღწერილია ბუნება მატერიკებისა და კუნძულების. ეგზოტიკური მცენარეები და ცხოველები რომლებიც ბინადრობენ ყველა კონტინენტზე რამდენი მშვენიერებაა დედამიწაზე შორეულმა მოგზაურმა აღწერა ყველა თავისი შთაბეჭდილება. ის წერდა თბილ და ცივ ზღვებზე.ტკბებოდა იმ სილამაზით რაც ხვდებოდა მას გზაზე როდესაც კითხულობ ამ წერილს შენ თვითონ მოგინდება იყო ამ მოგზაურის ადგილას.იმოგზაურო მსოფლიოს გარშემო.დაათვალიერო სხვადასხვა ქვეყნები. და ერთ მშვენიერ დღეს, შენც გაგიჩნდება იმის სურვილი რომ მისწერო წერილი ადამიანებს  ჩადო ის  ბოთლში და გააყოლო დიდ ტალღებს.

ჩემს წერილში მე დავწერდი იმ ქვეყანაზე სადაც ვცხოვრობ.რა ლამაზია საქართველო, რამდენ საინტერესო რამეს ნახავ და გაიგებ აქ. დავწერდი მის მთიანეთზე და ბარზე.ულამაზეს შავ ზღვაზე და მის ქალაქებზე.რა კეთილი და თბილია ჩემი ხალხი.რამდენი გამოჩენილი ადამიანი დაიბადა,ცხოვრობდა და ცხოვრობს საქართველოში. როდესაც ვინმე ჩემს წერილს წაიკითხავს ალბათ გაუჩნება სურვილი რომ ნახოს რა მშვენიერ ქვეყანაში ვცხოვრობ მე.დაისვენოს შავი ზღვის კურორტებზე. დატკბეს სუფთა ჰაერით და მშვენიერი ხედებით. გაისერნოს სხვადასხვა ქალაქებში, შეისწავლოს მისი კულტურა. მე დიდი სურვილი მექნება რომ წელს დავისვენო შავ ზღვაზე.ძალიან მიყვარს ზღვა მზე და თოლიები. თოლია ხომ ლაზურად ‘’მართინის’’ ნიშნავს და ასე ჰქვია უმშვენიერეს სასტუმროს რომელიც მდებარეობს კვარიათში.


No comments:

Post a Comment