Thursday, July 14, 2011

უცნაური „ზაკაზი“

მეორე ადგილი სასტუმრო "მართინისგან" დასვენება კვარიათში

აქვტორი: მათე მაყაშვილი



ყველანი სტემფორდ ბრიჯთან შევიკრიბეთ, დილიდან მოუთმენლად ველოდით პრემიერ ლიგის ჩემპიონის გარკვევას. ჯიბეში ხელი წავიღე სიგარეტის ამოსაღებად და რუკის ნაგლეჯიც შემომეფეთა, გამახსენდა გუშინდელი დღე და რუკის გახსნა დავიწყე, ზედ ეწერა:
გილოცავ! შენ იმ წყვილის ერთი ნახევარი ხარ, რომელმაც ერთი და იგივე სასმელი შეუკვეთა. ჩემი ანდერძის თანახმად  ხელში იმ რუკის ერთი ნახევარი გიჭირავს, რომლითაც განძს იპოვი, 23 მარტს ორკნეის არქიპელაგის 22- კუნძულზე უნდა იყო..
კუნძული აღმოსავლეთ ნაწილში, ცხოვრობს ერთი ყოფილი მეზღვაური, მეტსახელად ცაცია თოლია, რუკის წარდგენის შემთხვევაში ცაცია თოლია გაგიძღვებათ განძისაკენ. გისურვებთ წარმატებებს და ბედნიერ ცხოვრებას.
.. ვისკი ბროწეულის წვენით, გადასარევი არჩევანი იყო! ედმონდ სიგალი 1911 .
მოგიტყან პეპლის ეფექტი, საიდან დაიწყო ყველაფერი?

-რა ვქნათ შაბათს, ბილეთები ვერ იშოვე?
- ვერა ბლინ! ჩავიდეთ და იქ იქნებ ვიშოვოთ, ცოტა ფული მაქვს, გუშინ მოვიგე, ჩვენ გარდა ყველამ დაითრია ბილეთი, იმათ გავყვეთ და რამეს ვიზამთ.
-ოქეი ბრო, თან რუნი ფორმაშია, უეჭველი მოვიგებთ, ამ თამაშის გამაზვა არ შეიძლება, ბოზი კურდღელივით არბენინებს ივანოვიჩს.
პარასკევს დილით უკვე ლონდონში ვიყავით, მთელი დღე მე და მაიკლი ბილეთებზე ვჩალიჩობდით, ვერ ვიშოვეთ. მოსაღამოვდა თუ არა, ხუთივენი პაბში შევედით, ჩემი და მაიკლის გარდა ყველას ქონდა სტემფროდ ბრიჯზე დასაშვები დოკუმენტი, ბედნიერები იყვნენ, ჩვენგან განსხვავებით.
პაბში ჩვენ გარდა არავინ იყო, მხოლოდ რამდენიმე გოგონა, რომლებსაც თავზე დაემხოთ მთელი პაბი და თავის გემოზე ატრაკებდნენ, ვიღაც უცნობის სიმღერა იყო ჩართული და ცეკვავდნენ, ერთი განმარტოვებით იდგა ბართან, რომელსაც თავზე პატარა გვირგვინი ეკეთა. ყველანი მივხვდით, რომ გოგოშკურ ფართსთან გვქონდა საქმე, ვიღაცას ხვალ არ აცდება-მეთქი, სტანდარტული მამაკაცური ხუმრობა წავილუღლუღე და ცალკე მაგიდასთან დავსხედით.
მესამე ბოთლის  შემდეგ, ჩარლზმა მე და მაიკლს ძალიან მაცდური წინადადება შემოგვათავაზა, თუ რომელიმე ჩვენგანი ბართან მდგომი გოგოს ტელეფონის ნომერს მოიპოვებდა ერთ ბილეთს „უგრევებდა.“ ჩარლზს წინადადების დასრულება არ ვაცადე და ბარისკენ გავეშურე, თვალწინ რუნის მიერ გადირკული პიტერ ჩეხი მედგა.
- რთულია იმის წარმოდგენა რომ ხვალიდან ვიღაცის საკუთრება ხდები?
- საშინლად.
აბა რაღას თხოვდები შე კაი დედმამიშვილო, ალბათ კაი ხელფასი აქვს.
- მოდი მაშინ დავლიოთ, ხვალ ორივეს მძიმე დღე გვქონია.
- ესე იგი მე არ ვარ ერთადერთი ვისაც დალევა უნდა.

მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 20 გირვანქა მედო საფულეში, მაინც ვიკარი ჯიბეზე ხელი და ბარმენს დავუძახე.
ბარმენმაც შეგვამჩნია როგორც იქნა, მორჩა  რომელიღაც გოგოსთან მსუბუქ ფლირტს, თვალი ჩაუკრა და ჩვენკენ გამოემართა.

რას დალევთ?

- ვისკი ყინულით და ბროწეულის წვენით პასუხ ერთდროულად.
შეკვეთასთან ერთად ბარმენმა რაღაც ფურცელი გამოგვიწოდა, შუაზე გადახია და წარმატებები გვისურვა განძის ძიებაში, ერთი ნაწილი მე მომცა მეორე ხვალინდელ პატარძალს.
ჩემმა ძმაკაცმა, რაიანმა, არ მაცადა ბარმენისთვის მეკითხა იმის თაობაზე, თუ შიგ ხომ არ ჰქონდა და ჩემს ხელსი ფურცლის დანახვისთანავე  მიყვირა, რა ქენი შეჩემა დაითრიე ნომერიო?
ჩემი რუკის მეორე ნახევრის პატრონი ყველაფერს მიხვდა. დამნაშავის თვალები მივაპყრე და ყველაფრის ახსნა დავაპირე, მან საპასუხოდ ჩემი ნაგლეჯი გამომართვა, ნომერი დამიწერა და წავიდა.
თან გამიხარდა, თან გული დამწყდა, თითქოს მომეწონა გოგო, მაგრამ არ მსურდა პირველ რიგში ძმაკაცებს და მეორე რიგში ჩემს თავს გამოვტყდომოდი, იმაში, რომ მანჩესტერის თამაშის ბილეთების გამო, ერთი დღის გაცნობილ გოგოს დაკიდებას ვერ შევძლებდი.
ჩარლზმა დანაპირები შეასრულა, მაგიდასთან მისვლისთანავე მეორე იარუსის ბილეთი ჩამახუტა, მხარზე ხელი დამარტყა  და შემაქო, კაციც შენა ყოფილხარო.
გუშინდელი დღის სრულად გახსენების მცდელობის შემდეგ, ისევ ჩავცქერი წერილს.
თავიდან ჩვეულებრივი უკბილო ხუმრობა მგონია, როგორც ფილმებში ხდება ხოლმე, მაგრამ ნაწერს კარგად რომ ვაკვირდები, მივხვდი, რომ მინიმუმ 50 წლის წინანდელი წერილია, ყვითელ ფურცელზე, გახუნებული ლურჯი მელნით ნაწერი. დიდხანს ვეკამათები საკუთარ თავს, ხან გოლუმი მგონია ჩემი თავი ხანაც რასკოლნიკოვი. წასვლის „გამაპრავებელი“ არგუმენტებია: იქნებ პატარძალსაც გაეხსნა რუკა და ისიც კუნძულზე წასულიყო განძის საძებნელად, თუ განძს ვიპოვი, აღარასოდეს აღარ დამჭირდება თამაშის ბილეთებისათვის ფულისთვის მათხოვრობა, მაგრამ თუ წავალ დიდი ალბათობაა იმისა, რომ იქიდან გაბითურებული დავბრუნდე, ჩემმა პატარძალმაც არხეინად იჟიმავოს მეუღლესთან და რუკაც სანაგვეში მოისროლოს. ამასთანავე მე მიწევს იმ მატჩის გაცდენა, რომელსაც მთელი სეზონია ველოდები.
დიდი ხნის ბჭობის შემდეგ, ჩემში, როგორც მამაკაცში ვნებამ სძლია პრაგმატულ აზროვნებას და  ძმაკაცების შეუმჩნევლად მოვტყდი.
20 წუთში უკვე ჰითროუს აეროპორტში ვარ, მაგრამ ოპერატორმა დამწუხრებული სახით მეუბნება, რომ უკნასკნელი ბილეთი ორკნეის მიმართულებით რამდენიმე წუთის წინ გაიყიდა, ვიწყებ ალტერნატიული გზების ძიებას და ავდივარ გემზე სახელად „ლუზერტანია.“

No comments:

Post a Comment