ავტორი: მეგი აბრამია
ღამეა,სიჩუმე და მშვიდი სიწყნარეა ირგვლივ.მხოლოდ ზღვა ბორგავს,ბრაზობს და ღელავს ნაპირს ეხეთქება მისი ტალღები.ნაპირთან პატარა ქოხი დგას.მის სუსტად განათებულ ფანჯრებშიც აღწევს ზღვის ხმაური.ისმის თუ როგორ ეხეთქება ტალღები ნაპირს,ღელავს და ბორგავს თითქოს ვიღაცამ გააბრაზაო ზღვა. სწორედ ასე იყო იმ საბედისწერო დღესაც.ქოხის კუთხეში ძაძებში მოსილი ქალი მისჯდომია საწერ მაგიდას ხელში კალამი უჭირავს და წერს..ოთახის ყველა კუთხიდან ყმაწვილის შავჩარჩოიანი სურათები იმზირება..თვალცრემლიანი დედა კვლავ და კვლავ მისჩერებია თავისი პირმშოს სურათებს.. საიდანაც მონატრებული შვილის საოცრად კეთილი,ფიქრიანი და ღიმილიანი თვალები იმზირება.საბედისწერო შემთხვევამ შეიწირა ყმაწვილი ზღვამ შთანთქა მისი სიცოცხლე წაართვა სიყმაწვილე რომელიც სულგრძელობით და სამართლიანობით იყო სავეს.
ძაძით შეიმოსა დედა ცრემლი და დარდი გახდა მისი ცხოვრების თანამგზავრი.ჩუმად იწმენდს თვალებს და წერს.. იხსენებს ბედნიერ წლებს თავისი ფიქრი და მწუხარება გადააქვს ქაღალდზე,ქაღალდზე რომელსაც დედის მდუღარე ცრემლები აქა იქ ებკურება.წერს აკანკალებული ხელით მწუხარე ცრემლიანი თვალებით მისჩერებია შვილის სურათს.მისი სურათიდან ისევე სითბო და სიკეთე ჩქეფს.დიდი და უძირო თვალებით იცქირება როგორადაც იმ ავად მოსაგონარ დღემდე სჩვეოდა.
წერს დედა,წერს თავის ვაჟიშვილს წერილს.შემდეგ წერას მორჩა ერთხელ კიდევ შეხედა შვილის სურათებს ნაღვლიანი თვალებით,წერილი ფაქიზად დაკეცა,სამზარეულოდან ბოთლი გამოიტანა წერილი შიგ ჩადო თავი მაგრად მოუკრა და ნელი ნაბიჯით ზღვის ნაპირისკენ გაემართა.ზღვასთან მისულმა კიდევ ერთხელ თხოვა მის აბობოქრებულ ტალღებს დაებრუნებინათ მისი პირმშო შემდეგ ბოთლი ტალღებში მოისროლა შეტრიალდა და ნელი ნაბოჯით წამოვიდა თავისი ქოხისაკენ.ვაჟივით შთანთქა ზღვამ წერილიანი ბოთლი.არავინ იცის რა ეწერა იმ წერილში,ალბათ მხოლოდ მწუხარე დედის გულიდან ამოსული სიტყვები,რომელიც მის გულშივე დარჩა.
იქნებ ოდესმე ზღვამ გამორიყოს წერილიანი ბოთლი..ნათქვამია ზღვა ყველაფერს უკან აბრუნებსო.. იქნებ ვინმემ წაიკითხოს დედის წერილი და გვითხრას შვილის დაკარგვიტ გულდამწვარი დედა.იქნებ..იქნებ..

No comments:
Post a Comment