Friday, July 1, 2011

„ექსკლუზიური“ წერილი ბოთლში

ავტორი: ნათათო


ზღვა თბილია და „თხელი“,  მშვიდი და შავი.. რატომ არის შავი ???  თუ  მეჩვენება ? ვარსკვლავები რატომ არიან წყალში??  აქ როგორ გაჩნდნენ ??  ღმერთო.. რამდენი დამილევია... რა მინდა მარტო, ღამე, წყალში.. მე ხომ მეშინიაა.. ნაპირზე ავედი და  ბოთლს ხელი დავავლე… ზღვამ იცის მოწყურებაბოთლი მოვიყუდე  და... ეს რა არის ?? რა უნდა ქაღალდს ბოთლში!!!!!! 
„მე მჯერა, რომ ეს წერილი ოდესმე შენამდე მოაღწევს.. სადაც არ უნდა იყო,“ – ეს წერილია ?! შემაჟრჟოლა..
„შეუძლებელია დაგავიწყდეს… გემი წყალზე დაუშვეს 1911 წელს, ხოლო მზად  პირველი რეისისი  1911 წლის 29 მარტს იყო“.
ნეტავ რომელი გემი? ვინანე რომ გემებზე არასდროს არაფერი წამიკითხავს.. თუმცა რაღა დროსია. კითხვა განვაგრძე..
„როცა ეს ამბავი გავიგე, ოცნება დავიწყე. ზღვა–ზღვა მომინდა მენახა ყველაფერი, რაზეც  წამიკითხვას, მსმენია. ვერც ვიფიქრებდი...წარმოდგენა ახლაც მიჭირს... არამცთუ ბილეთის, საჭმლის ფულიც კი არ მქონია. სასწაულის უნდა გჯეროდეს თურმე.. მე გემზე აღმოვჩნდი.. და შენ გიპოვნე.... რამდენიმე საათით ადრე...სიკვდილამდე. 
ჩვენი ერთად ყოფნა, დაუვიწყარი იქნება ჩემთვის..
ირგვლივ ხალხის ყვირის...ტირიან ბავშვები.. მეტად ვეღარ შევხვდებით..  ალბათ მეძებ ახლა..  შენი ხმა ჩამესმის.. თითქოს მეძახი..
აქ ძალიან ცივა. წყალი თანდათან ფარავს ყველაფერს.. „ტიტანიკი“ იძირება.. წერილს ბოთლში ვათავსებ.. მჯერა მოგაგნებს,  ზღვიდან მდინარემდე, მდინარედან ოკეანემდე იცურებს  და.. მოგიყვება, რომ..მინდა, მუდამ შენთან იყოს ჩემი სიყვარული. მიყვარხარ..ხმელეთიდან მზემდე..
შენი ჯეკ დოლსონი.“
თვალებს მუშტით ვიფშვნეტ... მგონი გავიღვიძე... სიზმარი.. ყოფილა.. შვებით ამოვისუნთქე...ზღვას გავხედე...“ექსკლუზიური სიზმარი“ ვნახე.. გამღიმებია.  ტიტანიკი.. J  გავიზმორე...
მმმმმ.. როგორ გინდა დაიჯერო..გამჭვირვალე ცის, ზღვის, ჰორიზონტს მიღმა სამყარო, „რე“ თუ „ი“ რეალური ასე, სიზმრად ნანახი, ბოთლში ნაპოვნი ამბავი,  ეკრანთან მიმჯდარი რომ აუტირებიხარ, გიბღავლია..
არადა ბევრი  წუხანდელი ღამის, არაფერი მახსოვს. კი,  ვსეირნობდი .. ბევრი დავლიე.. ძალიან ბევრი...  ეს რა იყო.  გამეღიმა.  გავიზმორე და ასე, „გაწელილი“ სხეულით ზღვას ვეამბორე.. რაღაც თბილი და მყარი სხეულის შეხება ვიგრძენი. ხელი ნებივრად ამოვავლე...ჯერ იყო და გულგრილად დავხედე  „საჩუქარს“,  დიდი არაფერი, ძვეელი მარტინის ბოთლი იყო, საცობზე შემორჩენილი მარკით  ვიცანი.. ზღვას  საალბათოდ დავუბრუნე  „ძღვენი“  ეს უკვე მეტისმეტიაა!!!!  მზემ ბოთლში წერილი აირეკლა...
................................................................................................................................................ ?  
გაინტერესებთ რა ეწერა იმ წერილში?? ამას კვარიათში მოგიყვებით ;) გკოცნით.

No comments:

Post a Comment