Friday, July 1, 2011

წერილი ბოთლში

ავტორი:  კახი სიბოშვილი


ზღვის ხმაურიანი ტალღები არღვევდა სიჩუმეს სანაპიროზე, შორიდან თოლიების დაღლილი ხმაური მოჰქონდა ქარს, რომელიც თმაში ნაზად მეხლართებოდა. სანაპიროზე, ქვებში ნელა მივაბიჯებდი თითქოს ვიძირებოდი, თითქოს შიგ მითრევდა, თავის დაღწევას ვცდილობდი, თან ვფიქრობდი, ვვოცნებობდი, ვნატრობდი, ვიხსენებდი და ვივიწყებდი. ის დრო იყო როცა ყველაფერი აზრს კარგავდა, როცა ყველაფერი ერთმნიშვნელიანი ხდებოდა, გახუნებული ფერებით, თვალებ დაცეცებული და სმენად ქცეული წარსული მომჩერებოდა უკან. დავიწყება მინდოდა წარსულიs, იმ ადამიანების, რომლებსაც აქამდე ვიცნობდი, რომლებმაც გამიმეტეს, რომელბმაც პირფერობით ძირი გამითხარეს. ამ ფიქრებში ქარმა უკან დაიხია და ღრუბლებს ჩუმად გამოპარულ მზეს დაუთმო დრო, რომელიც თითქოს ძალიან გაიწელა. დამცხა, ზღვაში შევედი, ტალღებში ავირიე და ზურგში თითქოს ტყვია მესროლესო ისე მომხვდა რაღაც, ეს რაღაც გამჭვირვალე ბოთლი იყო, შიგ კი გაცრეცილი, თეთრი, დაკეცილი ქაღალდი იდო. ბოთლს ხელი ვტაცე, გამოვედი სანაპიროზე და გავხსენი. წერილმა რომელიც ძალიან დამაფიქრა, რადიკალურად შემოატრიალა და შეცვალა ჩემი აზროვნება, ბევრი რამ გადამაფიქრებინა, ბევრი რამ, სხვა კუთხით დამანახა იყო ასეთი:

"გამარჯობათ, მე ნანო ვარ, ამ წერილს რომ იპოვით, მე ალბათ აღარც ვიქნები ცოცხალი, ან ვიქნები მაგრამ ვერასდროს მნახავთ და რატომ? გადავწყვიტე თავი მოვიკლა, განა რა სიცოცხლეა როცა არავინ მყავს, არავინ ვისაც დაველაპარაკები, გულს გადავუშლი, ჩემს ტკივილს და სიხარულს გავანდობ, არავინ მყავს aხლობელი და ამაში დამნაშავე ისევ ადამიანები და მათი სიძულვილია, მათი დაუფიქრებელი ნაბიჯები, ამაში დამნაშავე ომია, სისხლის ღვრა, მკვლელობა, ოჯახების გადაწვა, დაცხრილვა, ჩამოხრჩობა და ყველანაირი სისასტიკე, რაც კი ადამიანმა შეიძლება, ან არ შეიძლება წარმოიდგინოს. მე ამ ომში დამეხოცა ოჯახი, დედა, მამა, შვილები, მეუღლე და ყველა ის ახლო ნათესავი ვისთვისაც მიღირდა სიცოცხლე. მხოლოდ მე გადავრჩი. როგორ? არ ვიცი და ნეტავი მეც იქვე მომკვდარიყავი. აღარ აქვს ჩემთვის სიცოცხლეს ფასი, ყველაფერმა აზრი დაკარგა. მენატრება ძველი დრო, ოჯახი, ახლობლები, მეგობრები, მხიარულება, მათთან გატარებული ყოველი წამი, ყოველი სიტყვა, მათი ყოველი გაღიმე და ჩახუტება. რატომ ვწერ ამ წერილს? ვინც იპოვის მან რომ გაიგოს რა მწარეა მარტოდ ყოფნა, როცა თვალზე მომდგარ ცრემლს ვერავის გაუზიარებ, მარტო იქნები და გულშივე ჩაიკლავ ტკივილს, რა მწარეა როცა არავინ გყავს გვერდში როცა გიხარია, როცა იღიმი და არ იცი ვის უღიმი, ვინ გაიზიარებს სიხარულს რომელსაც გულში ვეღარ ატევ. მოკლედ ამ წერილის მკითხველო, ნურასოდეს დარჩები მარტო, გამოიყენე ყოველი წამი, ყოველი შემთხვევა და იყავი მათ გვერდით ვისაც უყვარხარ, ვისთვისაც ღირს სიცოცხლე, მათთან ვინც შენს გამო თავს გაწირავს და ნურასოდეს აქცევ ზურგს ახლობლებს. განა რაა სიცოცხლე, დღეს ბენიერი ხარ, ხვალ უბედური და დაჩაგრული, მიწაზე განთხმული, სხვების დასაცინი და არავინ გყავს ვინც წამოგაყენებს, დახმარების ხელს გამოგიწვდის და დაგიცავს. მე დღეს მარტო ვარ და ვნანობ, ვნანობ რომ ბოლომდე არ დავტკბი იმ დროით როცა მე ბედნიერი ვყოფილვარ მაგრამ ამას ვერ ვხვდებოდი. ვნანობ რომ მე მათთან არ ვიყავი როცა ამის შესაძლებლობა მქონდა.
წერილი დაიწერა 1943 წლის 16 სექტემბერს, II მსოფლიო ომში დაზარალებულ ნანო რაფავას მიერ.

1 comment:

  1. კონკურსის დასრულებამდე პოსტი ნახევარი საათით ადრე დავწერე, ძალიან ვჩქარობდი და შესაბამისად უამრავი ხარვეზია რაზეც მინდა ვთქვა რომ მხოლოდ და მხოლოდ სწრაფად წერის გამოა :\

    ReplyDelete