Friday, July 1, 2011

"არ მინდოდა ბოთლში გეპოვნე"


ავტორი: თიკუნა

ზღვას ალბათ არაფრად უღირდა მისი ჩამოსვლა, ეს იყო იმ დღის ერთადერთი ჩრდილი.
 თეთრი ქვები ირეკლებოდნენ წყალში , ზოგ მათგანს უფერული მედუზა შემოხვეოდა და მაინც ილანდებოდა მწველი სითეთრე. ნაპირზე ფურცელზე გაბნეული აზრებივით იკითხებოდნენ ადამიანები. იოლი იყო მათთვის თვალებში ჩახედვა რადგან მუქი თუ ვარდისფერი სათვალეების გარეშე თავად ცდილობდნენ თვალებში შეეხედათ მზისთვის. თათაც ნაპირზე სულ ახლოს იჯდა ქაფიან ტალღებთან, მზის ბილიკს აყოლებდა ცრემლიან მზერას და ახდენილ ოცნებას პაწაწინა ფეხებით და ღრმა თვალებით გრძნობდა.
 ჭრელი ხალხი ნელ-ნელა ტოვებდა ნაპირს, მიდიოდნენ სიცილით, აურზაურით. ერთად და ცალ-ცალკე. თითქოს რაღაც მობეზრებულს ტოვებდნენ და უკან არ იხედებოდნენ. სველი და მოკლე ტანსაცმელი ვერ ახშობდა მზემოკიდებული სხეულის ძახილს. გოგონები დაუდევრად კისკისებდნენ და კეკლუცად ისწორებდნენ მხრებზე მცურავ თმებს, თან თვალებით დაეძებდნენ მზერამოპარულ კავალერებს. საღამო ყოველთვის ხმაურიანი იყო პატარა ქალაქში, კლუბებიდან და კაფე-ბარებიდან იმპულსებივით ისხლიტებოდნენ თამამი ხმები. ღამეს ათეთრებდა დროსტარებას აყოლილი ბრბო.
 ნაპირი დაცარიელდა, მხოლოდ აქა-იქ მოჩანდა დაგვიანებული მოცურავე, ჩახუტებული წყვილი თუ ოცნებასთან მარტო დარჩენილი გოგონა. თათა ტიროდა, ზღვა ისე ხარბად ისრუტავდა ამ გულწრფელ ცრემლებს თითქოს დაშრობისაგან თავის დაღწევის გზა დაინახა. Mმხოლოდ მან იცოდა რითი საზრდოობდა საუკუნეების მანძილზე, გეოგრაფების მკაცრ თეორიებზე ტალღებით გაიღიმებდა ხოლმე. იმ დღესაც მაღალი მთის სოფლის სკოლის ბავშვებს მასწავლებელი გულმოდგინედ უხსნიდა რომ ზღვა მათი სოფლიდან წამოსული მდინარეებითა და მყინვარის ნადნობი წყლით საზრდოობს. არც წვიმის წყლის წვლილი დაუკარგავს და ბავშვების გაფართოვებულ თვალებში ლურჯად ირეკლებოდა ეს წვეთობით ნაგუბები გოლიათი. 
 თათა გაშლილ ხელებში ფაქიზად იხუტებდა მთრთოლავ წყალს და მეორე დღისთვის ძალას იკრებდა რომ ისევ ღიმილიანი მოსულიყო ამავე ადგილას და სიყვარულად დაეღვარა ზღვის ერთადერთი საზრდო – უმანკო სიხარულის ცრემლები.
დაღამებული იყო როცა ნაპირი დატოვა, ჩრდილები იწელებოდნენ ახლოს მდგარი შენობებიდან და პალმის მაღალი ხეებიდან. Mგვერდითაც უხმო ნაბიჯით მიჰყვებოდა ორეულივით მსგავსი. Aამ ჩრდილებით ავსებულ ქალაქში ერთადერთს მის სიხარულს ვერ ადგებოდა ჩრდილი – ზღვას მისი ჩამოსვლა რაღაცად კი არა სიცოცხლედ უღირდა. ლამპიონს რომ გაუსწორდა ჩანთიდან ბოთლი ამოიღო, ბოთლში წერილი იდო, იმ საღამოს იპოვა ნაპირზე.
 “ - გამარჯობა. არ მინდოდა ბოთლში გეპოვნე, შენი გული მქონდა არჩეული ჩემს მარადიულ სამყოფელად, მაგრამ ზღვაც შენი გულივითაა დიდი, უძირო და ბობოქარი ამიტომ გადავწყვიტე მის სიღრმეში ვყოფილიყავი და თუ ახლა შენ ამ წერილს კითხულობ ე.ი ზღვამაც გამომრიყა და არც იქ ყოფილა ჩემი ადგილი.
არ გეგონოს შენ არ გწერდე, არ იფიქრო სხვისი წერილი შეგრჩა ხელში და ისევ ბოთლში არ დააბრუნო. მე შენ გწერ. შენ ვისაც ზღვის ნაპირზე ხეტიალი გიყვარს და პატარა მზეები გიბრწყინავს თვალებში როცა ჰორიზონტზე ხედავ ნამდვილი მზე ბზესავით რომ ფანტავს სხივივებში მოლურჯო ღრუბლის ქულებს და ნელ-ნელა უახლოვდება დასალიერს.
მე არც უიმედო შეყვარებული ვარ და არც თვითმკვლელობას ვაპირებ, უბრალოდ დავიღალე სიცივით. ივლისია. ტემპერატურა 36 გრადუსი ცელსიუსის შკალით. საათიც დიდი ხანია გაუსწორდა მთვარეს. ბნელა. მესმის როგორ ხმაურობს ჩვენით დაღლილი ზღვა. მე ბათუმში ვცხოვრობ და აქამდე როცა ვინმესთვის რამის გაზიარება მინდოდა ყოველთვის პაემანზე დაბარებულივით ვხვდებოდი ზღვას, რამდენიც არ უნდა დამგვიანებოდა ის მაინც იდგა და მღელვარე მელოდა. როგორ მიყვარს სიტყვა გაზირება, ნეტავ უფლის სისხლის და ხორცის მიღებას ვინ დაარქვა ზიარება. რა კარგად შეარჩიეს, არა? ცხოვრებაც ხომ ზიარებაა, ტკივილთან, სიხარულთან, რომელთა ატანასაც ადამიანებთან ზიარება აადვილებს….. “
 დანარჩენი წაშლილი იყო. თათამ ფაქიზად დაკეცა ეს ტალღებს გამოყოლილი ერთი ადამიანის სიმართლე და იგრძნო რომ ციოდა. ივნისი იდგა. 30 გრადუსი ცელსიუსის შკალით. საათმაც დიდი ხანია გადაასწრო მთვარეს. ბნელოდა.

ცხრა ზღვა გადავცურე......

ავტორი: Neznaika

ცხრა ზღვა გადავცურე.. გადავსერე ოკეანეები.. ვიფრინე თოლიებთან ერთად და თევზებთან ერთად ვიზეიმე წყალისურთხევა.. ზღვის ღმერთს შევევედრე.. ჩაძირულ ქალაქში დავიწყე ძებნა.. მეთევზის ბადეს გამოვედე.. ზღვის ღმერთის ძალით თავს ვუშველე.. ვუშველე ოქროს თევზსაც.. ერთის სურვილსთვისაც მადლობა მოვახსენე და ავყევი ქალთევზების ცეკვას.. თევზების დაფარული საიდუმლო შევიტყვე და წამით მეც წამერთვა ენა.. ერთ ძველ ნავსაყუდელს შევეფარე და ვისმინემებადურთა კვნესა.. ოთხმოცი ათასი კილომეტრის ქვეჩ ჩავცურე ვიგძენი წყლის გულის ფეთქვა.. მთელი წყალქვეშეთის საიდუმლოს მფლობელი ვარ, ვისწავლე წყლის სამყაროს ენა.. თუსადმე რიფს არ შეველეწე პირადად გიამობობთ ყველას.. მერე მეკობრეთა ხომალდს გადავაწყდი, მათ ღრეობას შევუერთდი ისე გავთამამდი.. ზვიგენებს ხახაში ჩავუძვერი მყვინთავებს განძისკენ გავუძეხი.. ათასი კუნძული ჩავიარე.. დასახლებული ან დაუსახლებელი.. რამდენ კაცთა მოდგმას გადავაწყდი.. მე გიყვებოდი, შენ ინახვადი.. მეც მზესთან ერთად ჩავდიოდი.. მივდიოდი მივაპოდი.. ხან წყალი მიყვებოდა ხან მე ვუამბობდი.. ტალღებზე ვიწექი და საბნად ზეცა მეფარა.. ამ დროს ოქროს თევზი გამახსენდა ბადეში ჩემთან ერთად რომ გაება.. რა ვისურვო თქო გავიფიქრე.. სურვილს დავუწყე ძებნა.. დიდი ფიქრი არ დამჭირდა მივხვდი რომ, ჩემი სურვილი შენხარ.. ამის გაფიქრება იყო და ვიგრძენი სხეულზე ხელის შეხება.. ვიღაცამ ხელში ამიტაცა.. მაკვირდებოდა ერთხანს.. სიტყვები ფურცელზე ხტოდნენ: შენხარ? ნუთუ შენ ესხარ?

მერე კოცონთან დავსხედით ერთად დავიწყეთ კითხვა.. მე შენდ და ღამე ზღვაზე.. თან ერთი ბოთლი მარტინი გვაქვს აქვე კვარიათის პლაჟზე..

ზღვას წყალს ცას.. ლივლივას კამკამას..

ღამეს მთვარეს ნათელს მფარველს..

მოდი ზღვას წერილი გავატანოთ.. მიცურავს:

ცხრა ზღვა გადავცურე..გადავსერე ოკეანეები.........................................................................................


არასოდეს დამალო თითები.

ავტორი:
ლითიუმის გოგონა

ამას ამბობდა ის მოხუცი მეთევზეც,
უაზროდ რომ გიღიმოდა ზღვის ნაპირას.
მერე ირბინეთ ბევრი.
და თითო უაზროვე ღიმილით
დაასაჩუქრეთ სხვები.

და თუ ყველა მოხუცი მეთევზე
შენ ხარ, შენ ხარ სიცივე.
და შენ ხარ სითბო,
ერთი ბოთლი სითბო.
რომელიც ხელში ეჭირა კეთილ ბიჭუნას,
მან გახარა რომ ერთი უდრის ორს,
და თუ შენ ორს უდრიხარ,
შენ მოხუცი მეთევზე ხარ,
ანუ ყველაზე კარგად იცი, როდის კვდებიან მეზღვაურები.

და ისიც იცი, რომ მეზღვაურები არ კვდებიან,
და ყველას აქვს თავისი ჰეფი ენდი,
ენდი ჰეფი.
ალბათ ვინმეს სახელი და გვარი.

არასოდეს დამალო თითები
რაც არ უნდა უაზრო თითები გქონდეს.