Thursday, June 30, 2011

„წერილი ბოთლში“

 ავტორი:  რადიომსმენელი

აგვისტოს თვე დაიწყო ჩვეულებისამებრ თვის დასაწყისში  ვიღებ შვებულებას
და მივდივარ ზღვაზე,გადავიღალე მუშაობით,რადიო ეთერი ,გადაღბები და
უამრავი ყოველდღიური პრობლემები .მზის სხივები ,ზღვა ჩემს ცხოვრებას
განსაკუთრებულს ხდის,ძალას მმატებს და სიცოცხლის წყურვილს
მიხანგრძლივებს.
აქ არაფერ ხდება ისეთი, ჩვეულებრივად გათენდა.
ეს ორი დღეა გამოიდარა და მეც თევზივით მივაწყდი ნაპირს....ზღვა იყო
ცივი,ზედმეტად მკაცრი,მომეჩვენა,რომ ზღვა სუნთქავდა ადამიანივით...აქ
ბევრი რამე იტაცებს მზერას და უნებლიეთ გამახსოვრდება.... ეს დრე
განსაკუთრებულად დამამახსოვრდა.ზღვის ნაპირზე სეირნობისას
,
კენჭების,ფერადი ნიჟარების შეგროვება დავიწყე...ზღვის ტალღებმა  უცხო
საგანი გამორიყა,განსხვავებული ფერადი კენჭი მეგონა ,მივუახლოვდი
ულამაზესი ცისფერი ბოთლი აღმოჩნდა,სადაც  ქაღალდი იდო,ერთბაშად
შემძრა,აშკარად დავინახე,რაღაც ...მაგრამ რა?!წერილი იყო...ცოტა
დავმშვიდდი,გადავწყვიტე წამეკითხა.დაახლოებით ნახევარ საათიანი წვალების
შემდეგ როგოროც იქნა წერილი ამოვიღე, „მარტინისულამაზესი ბოთლი იყო და
ვერ გავიმეტე გასატეხად.იქვე ზღბის ნაპირზე ჩამოვჯეკი და წერილის კითხვა
დავიწყე....

მე ფიქრი თქვენკენ გამომეპარა,მე ვარ რადიო მსმენელი თქვენი მსენელი,არც
მაქვს დიდი იმედი,რომ ამ წერილს ოდესმე ჩაიკითხავთ,ან საიდან უნდა
მქონდეს,თქვენ ხომ მე არც კი გიცნობთ?! მე თქვენი ხმა მაოცებს,მე
შემიძლია დაღამებამდე ვუსმინო ზღვის იუშვიათეს ხმას,მე შემიძლია 24 საათი
ვუსმინო შენს ხმას,რაღაც ძვირფასს დაჟინებით რომ იმეორებს....(თქვენ
უსმენთ რადიომარტინსსაეთერო სტუდიიდან მოგესალმებათ
...!....................უნებლიედ გამახსოვრდება ის რაც შეიძლება
არსოდეს დაგავიწყდეს.ჩვეულებრივად განვაგძობ დუმილს,რომელიც კარგად არც
კი ვიცი ,როდემდე გასტანს.ჩვეულებრივად ვამყარებ  კავშირს მიწასთან,
,
ცასთან,ხმელეთთან,ზღვასთან და არც არაფერი ხდება სრულიად,ასე მართლა
შეიძლება დამუნჯდე ანდა უარი თქვა ყველაფერზე.მე თქვენ 4 წელია
გისმენთ,თქვენთან დაკავშირება მიუხედავად ყოველგვარი მცდელობისა ვერ
შევძელი.ოცდამეერთე საუკუნეში ამ ხერხს მივმართე გადავწყვიტე წერილი
დავწერო  ,მთელი 8 საათი ვუსმინე შენს ხმას ფმ დიაპაზონზემარტინის
ეთერში,სიმბულურად მარტინის ეს ბოთლი გამოვცალე და ეს წერილიც აქ
მოვათავსე ,მე აფხაზი ბიჭი ვარ შენს ხმაზე შეყვარებული,იქნებ მოხდეს
სასწაული და ეს წერილი წაიკითხო. ეს სიტყვები  შენგან მოვისმინე ,რომელიც
ნოკიას ტელეფონში ჩავიწერე : რადიო ხალხს აბედნიერებს! მსგავს დასკვნამდე
ბრიტანელი მეცნიერები ფართომასშტაბიანი კვლევის ჩატარების შემდეგ
მივიდნენ. როგორც გაზეთიდეილი ტელეგრაფიწერს, გამოკითხვაში
მონაწილეობა ათი ათასამდე სხვადასხვა ასაკის ბრიტანელმა მიიღო. აღმოჩნდა,
რომ ადამიანებს რადიო ტელევიზიასთან შედარებით ორჯერ, ინტერნეტთან
შედარებით კი სამჯერ მეტად აბედნიერებს.გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ
კვლევის ფარგლებში სამედიცინო ექსპერიმენტიც ჩაატარეს, რომლიც დროსაც
მოხალისეებს რადიო ჩაურთეს და ტვინის მუშაობას დააკვირდნენ. შედეგებმა
აჩვენა, რომ რადიოს მოსმენამ ტვინის მუშაობაზე დადებითი ზეგავლენა
მოახდინა.

მე ბედნიერი ვარ,შენ გისმენ რადიომარტინისსაშუალებით  და იქნებ ოდესმე
კვარიათშიც გნახო.ჩვენ ვნახავთ ერთმანეთს! „

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე... და ირგვლივ მიმოვიხედე ,სანაპიროზე მარტო
ვიყავი თუმცა მარტო ყოფნას არ დავარქმევ ამას,ზღვა ჩემთან ერთად იყო და
თითქოს ისიც გაოცებულიყო...არ მეჯერა ,რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს
ხდებოდა ,შევეცადე გავქცეოდი ზღვის ნიჟარებში ჩარჩენილ დუმილს,რაღაც
ძვირფასს დაჯინებით,რომ იმეორებს  „მე ბედნიერი ვარ,შენ გისმენ
რადიომარტინისსაშუალებით  და იქნებ ოდესმე კვარიათშიც გნახო.ჩვენ
ვნახავთ ერთმანეთს! „